LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ტიპის ბინას ეძებ?

890
area.ge

უკვე ათეული წლებია, რაც თბილისში ყველაზე მოთხოვნადი ქონება ბინებია. მიწის ნაკვეთის ყიდვასა და სახლის მშენებლობას გაცილებით მეტი ფინანსები სჭირდება ვიდრე, აშენებული ან მშენებარე ბინის შეძენას. გარდა ამისა, ბინები საცხოვრებლად კომფორტულია, დეველოპერები ცდილობენ ახალაშენებული კორპუსები უზრუნველყონ კარგი ინფრასტრუქტურით, რაც მაძიებლის კიდევ უფრო დიდ დაინტერესებას იწვევს.

თანამედროვე ცხოვრებამ და საცხოვრებელმა კომპლექსებმა შეცვალა და გაამრავალფეროვნა ის კრიტერიუმები, რასაც ბინა უნდა აკმაყოფილებდეს. ადრე თუ ყურადღებას მხოლოდ უბანს, ფასს და კვადრატულობას ანიჭებდნენ, დღეს მოთხოვნების გაცილებით ფართო სპექტრს უნდა აკმაყოფილებდეს  ქონება. მრავალფეროვანია ის ფაქტორები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მაძიებლის გადაწყვეტილებაზე.

 

საპარკინგე სივრცე

 

კრიტერიუმების ზემოხსენებულ ჩამონათვალს სცდება, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საპარკინგე სივრცე, რომლის არ არსებობა ძალიან დიდ პრობლემას უქმნის მაცხოვრებლებს. ამიტომ, ბინის შეძენისას არა მხოლოდ უშუალოდ ბინით ინტერესდებიან პოტენციური მყიდველები, არამედ პარკინგის საკითხიც, რათა ზუსტად იცოდნენ, ექნებათ თუ არა მანქანის გასაჩერებელი ადგილი სახლში დაბრუნებულებს.

 

ხედები

 

დღეს როცა კორპუსები ერთმანეთის მიყოლებით შენდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხედებს. რა სჯობს საღამოობით აივანზე ყოფნას და ღამის თბილისით ტკბობას?! ყველასთვის სანატრელია კარგი ხედი, რომელიც დადებითად მოქმედებს ბინის გაყიდვაზე და კიდევ ერთი უპირატესობაა ქონებისთვის. ამიტომ ბინის შეძენისას აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ ხედებით და გაარკვიოთ ხომ არ იგეგმება ცვლილება ამ მხრივ. მრავლადაა შემთხვევები, როცა ახალ-ახალი მშენებლობებით იკარგება ან უფუჭდება უკვე არსებულ კორპუსებს ხედები.

 

რეკრეაციული სივრცე

 

გამწვანება, პარკები, სკვერები, სათამაშო მოედნები – აუცილებლად უნდა ჰქონდეს საცხოვრებელ კორპუსს, სხვაგვარად წარმოუდგენელია იცხოვრო შვილებთან ერთად სახლში, რომელსაც ახლომახლო არ აქვს პარკი ბავშვის გასასეირნებლად, სკვერი განტვირთვის და მეზობლების გასაცნობად საუკეთესო ადგილია.

 

როგორ მოვძებნოთ სასურველი ბინა?

 

საუკეთესო ადგილი სასურველი ბინის მოსაძებნად არის უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge. საიტი მომხმარებელს სთავაზობს გასაყიდი ბინების ძალიან დიდი ასორტიმენტს.

არეა ერთ სივრცეში უყრის თავს როგორც მშენებარე,  ახალაშენებულ და მეორეულ ქონებას. ქართულ ბაზარზე არსებული ყველა დეველოპერის შეთავაზება შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ area.ge-ზე. საიტის მარტივი ინტერფეისი და ძიების მოსახერხებელი ფუნქციონალი აადვილებს გასაყიდი ქონების მოძებნას მთელი საქართველოს მასშტაბით.

განცხადებების სიმრავლე აორმაგებს შანსს მარტივად  და სწრაფად იპოვოთ სასურველი ქონება არეას დახმარებით.

 

 

(R)

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები