LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია 187 ახალი შემთხვევის გადანაწილება: ეზუგბაიას განმარტება

200
publika.ge-1-50-1024x580

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.

„გუშინ ქვეყანაში გახლდათ 3119 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 187 შემთხვევა და დღევანდელი რიცხვი 3306-ს აღწევს. ეს 187 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: 116 – აჭარა, 30 – თბილისი, 15 – იმერეთი, 11- სამეგრელო-ზემო სვანეთი, 4 -გურია, 3 – კახეთი, 3 – შიდა ქართლი, 2 – ქვემო ქართლი, 2 – მცხეთა-მთიანეთი და 1 – სამცხე-ჯავახეთი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 46-ით. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 45-ს უდრის, ხოლო კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი – მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულები არ გვყავს და ჩვენთან მკურნალობს 35 პაციენტი. მათგან 1 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა მხოლოდ 3 მძიმე პაციენტი გვყავს“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები