LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ახალი B-კლასი – ყველაზე კომფორტული მერსედესის ტესტ-დრაივი

b-class

იყო დრო, როცა კლასიკური Mercedes-ების მფლობელები C-კლასის გამოსვლას სკეპტიკურად უყურებდნენ, დღესდღეობით კი გერმანელები არამხოლოდ კომპაქტურ ჰეტჩბეკებს, არამედ მინივენებსაც კი უშვებენ.

ავტოექსპერტებმაც B-კლასის დატესტვა გადაწყვიტეს და აღმოაჩინეს, რომ მოდელი იმაზე ბევრად საინტერესოა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. წინიდან B-კლასი ისე გამოიყურება, როგორც A-კლასი, რომელიც 10 წლის შემდეგ კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე მივიდა. ამბიციები გაიზარდა, ფორმები დამრგვალდა და საოჯახო ცხოვრებაც დაიწყო. იმისათვის, რომ ავტომობილში ცოლი და სამი შვილი ჩაეტიოს – სახურავი ამაღლდა, სალონი გაიზარდა, ერთი სიტყვით პროპორციები მთლიანად შეიცვალა. ეს შეეხო საბარგულსაც და ისიც დიდ ოჯახზე მორგებული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები