LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია iPhone 12 Pro-ს ოქროს ვერსია – ბლოგერის შეფასება

212
iphone12progold

iPhone 12 Pro დაანონსების მომენტიდან მთავარ ჰიტად იქცა და ვებ–სამყარო მისმა განხილვებმა მოიცვა. ერთ–ერთი გამორჩეული განხილვა ცნობილ ბლოგერს მეთიუ პანზარინოს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა ახალი iPhone–ის ოქროს ვერსია უნახავად შეეფასებინა.

,,iPhone 12 Pro–ს მოდელების უმრავლესობის შექმნისას კუთხეების დასაფარად ორთქლის მეთოდი გამოიყენს. მაგრამ ოქროს ვერსია (რომელიც მე პირადად არ მაქვს, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურება) სპეციალური მაღალენერგეტიკული იმპულსურ მაგნეტრონული პროცესებით შეიქმნა და ჩამოყალიბდა დაფარვის სუპერ მკვრივი ფორმა, რომელიც უჟანგავ ფოლადს გავს და უფრო გამძლეა. სავარაუდოდ, სიახლე ადვილად იწმინდება და მასზე თითის ანაბეჭდებიც ნაკლებად რჩება, რასაც ჩემს ლურჯ მოდელზე ნამდვილად ვერ ვიტყვით“

პანზარინომ ისიც დაამატა, რომ ოქროს ვერსიის საფარი უფრო გამძლეა, ვიდრე სხვა iPhone 12 Pro–ების შემთხვევაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროს iPhone ნაკაწრების თუ ზოგადი ცვეთის შემთხვევაში ნაკლებად მგრძნობიარეა.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია მიმომხილველს Apple–მა მიაწოდა და დასატესტად მას მხოლოდ iPhone 12 Pro–ს ლურჯი ვერსია გადასცა. ასე რომ ოქროს ვერსიის გამძლეობაში დასარწმუნებლად მისი ბაზარზე გამოსვლაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ Apple–ს ახალ სმარტფონს მომხმარებლები დღეიდან მიიღებენ და დამატებითი ინფორმაციაც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები