ის უკვე გონზეა, თუმცა ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაშია

2018 წლის 18 ნოემბერს, კახეთში, კულტურის ყოფილი მინისტრი და განათლების მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე მძიმე ავარიაში მოყვა, რომლის დროსაც მან მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.

მინისტრის მოადგილეს ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, თუმცა ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, ის თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.

როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, თურქეთში გადაყვანის შემდეგ, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ის უკვე გონზეა, თუმცა ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაშია და აქტიური მკურნალობა მიმდინარეობს. ექიმები ჯერჯერობით არ ასახელებენ კონკრეტულ ვადებს, საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის…

მიხეილ გიორგაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!..

ტეგები: მიხეილ გიორგაძე

მსგავსი თემები