LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როიტერი“ – რუსეთმა გაეროს საავიაციო საბჭოში ადგილი დაკარგა

44
BeFunky-collage (3)

რუსეთმა გაეროს საავიაციო სააგენტოს მმართველ საბჭოში საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა. კერძოდ, რუსეთმა ვერ შეძლო 86 ხმის დაგროვება, რაც 36 ქვეყნისგან შემდგარი საბჭოს წევრად დასარჩენად არის აუცილებელი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთანავე, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ავიაციასთან დაკავშირებული ქმედებების გამო საყვედური მიიღო.

ორგანიზაციის მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა, პოპი ხოზამ მიღებულ შედეგებს უპრეცედენტო უწოდა.

ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, მიღებული შედეგები პოლიტიკური ხასიათისაა და არ უკავშირდება რუსეთის საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები