LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ არ წამოეწყო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ამ დავას არ დაიწყებდა“ – ანა ნაცვლიშვილი

93
c53b883f027676479160cf594d3999b0-XL

„სასამართლოს დღევანდელი განაჩენი არის ფაქტობრივად გამართლება ამ ადამიანების, იმიტომ, რომ ამ სასამართლომაც კი თქვა, რომ ბრალდება, რომელსაც პროკურატურა 3 წლის განმავლობაში ედავებოდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ვერ დადასტურდა“,-ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული საქმით უშუალოდ დაინტერესებული იყო ბიძინა ივანიშვილი.

„სწორედ ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით პირველივე დღიდან, რომ ამ საქმეს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი და ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ამ ადამიანების.

ცხადია, ერთ-ერთი ამოცანა იყო მათი რეპუტაციის შელახვა, თუმცა საბოლოო მიზანი იყო ის, რაც სამწუხაროდ ხელისუფლებამ და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა შეძლო – ანაკლიის პორტის გაჩერება.

რომ არ წამოეწყო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ამ დავას არ დაიწყებდა. სრული ნონსენსია ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მოსამართლეს გამოაცხადებინეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს “ერთი კაცის მართლმსაჯულება” უწოდა.

გადაწყვეტილება არის აბსურდული… თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა – გია ხუხაშვილი

მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს პროკურატურაც. უწყების განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები “სრულად გაიზიარა”, თუმცა “არ დაეთანხმა” ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

პროკურატურას რას უწუნებთ? არ მიხვდა, რომ თაღლითი იყოო, მაგას მეუბნებით? სპეკულაციებს ნიადაგი გამოეცალა – სარჯველაძე განაჩენზე

პოპულალურები