LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ არა ჩემი ოჯახი, ვერასდროს გავხდებოდი ის, ვინც ვარ“ – მილიონერი ბიზნესმენის აღიარება

308
mamuka xazara

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ოჯახის ფოტოს აქვეყნებს. მილიონერი ბიზნესმენი აღიარებს, რომ არა მისი ოჯახი, ვერასდროს გახდებოდა, ის ვინც არის.

„რომ არა ჩემი ოჯახი, მე ვერასდროს გავხდებოდი ის, ვინც ვარ.  ირინა და შვილები მაძლევენ სიყვარულს, ძალას და ენერგიას დაუღალავი შრომისთვის“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ფოტოს უამრავი მოწონება აქვს. ხაზარაძის ოჯახურმა იდილიამ, რომელიც ფოტოზეა ასახული, ზოგს იმედი გაუჩინა და წერენ, რომ „ლელო“ ერთადერთია, ვისაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა.

მამუკა ხაზარაძის მეუღლე მისი თანაკლასელი, ირინა ხიდაშელია. ხაზარაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არც ერთხელ უკამათიათ, მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ხშირად სახლში საკვებიც არ ჰქონდათ.

მამუკა ხაზარაძესა და ირინა ხიდაშელს 5 შვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები