LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა ჩემს გუნდთან ერთად, დღესაც გაურკვევლობაში ვიქნებოდი” – გიორგი ვაშაძე პარტნიორებთან დაპირისპირებასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე

71
Untitled-3

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება აუცილებელი ნაბიჯი იყო და ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი ეს საკითხი არ გამხდარა.
“ჩემთვის თვითმიზანი პრემიერობა კი არ არის, მე მინდა ნაგავსაყრელზე საკვების ძებნა არც ერთ ადამიანს არ უწევდეს. ჩვენ რეალურად უნდა ვიცოდეთ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანაზე.” – განახცადა გიორგი ვაშაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში”.
ვაშაძე დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძროაბის” გადაწყვეტილება ისნის ოქლში საკუთარი კანდიდატი დაესახელებინა შეცდომაა და ეს სახელისუფლებო კანდიდატს აძლიერებს, თუმცა ეს მხოლოდ მეორე ტურს გამოიწვევს, სადაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“გულწრფელად გეტყვით, სავარაუდოდ, დაგვჭირდება მეორე ტური. რადგან ის რაც გააკეთა ჩემმა კოლეგა პარტიამ, ამან შექმნა მეორე ტურის საჭიროება, ეს ძალიან ცუდი იყო, საერთო საქმეს დაარტყა, თვითონაც წუხან ამაზე და ხვდებიან, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს.”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ გადაცემა “რეალურ დროში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები