LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ იცოდეთ, რა შვება იგრძნო ბავშვმა“ – ჩვენი შვილების უფლებები კლინიკაში

719
klinika

“ანა, რომ იცოდეთ, რა შვება იგრძნო ბავშვმა…” – ეს შეტყობინება ბავშვთა უფლებადამცველმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ძალისხმევით დედა რეანიმაციაში მყოფ ბავშვთან რამდენიმე საათით დაუშვეს.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის პალატების კედლები ფერადად მოიხატა და იქიდან ბავშვებს მათი საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები შემოსცქერიან, იქ მოხვედრილ ბავშვებს ყველაზე მთავარი აკლიათ – მშობლის გვერდით ყოფნა. საქართველოში კლინიკების შინაგანაწესი ამბობს, რომ რეანიმაციაში მშობელს გარკვეული დროით შეუძლია შესვლა, რაც ერთ საათს თითქმის არსად აღემატება. მშობელი ხშირ შემთხვევაში არ დაიშვება ე.წ. სამანიპულაციო ოთახშიც, სადაც მათ ისეთი პროცედურები უტარდებათ, როგორიც არის მაგალითად, კათეტერის ვენაში ჩადგმა და ა.შ.

 

 

მშობლების ნაწილი შემოთავაზებულ წესებს თანხმდება, ნაწილი აპროტესტებს ჩუმად, ნაწილი ხმამაღლა. ბოლოს კლინიკის შინაგანაწესი 3 წლის მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ გააპროტესტა და ბავშვთა უფლებადამცველების დახმარებით შედეგსაც მიაღწია. ახლა ის საკუთარ შვილთან ერთი საათის ნაცვლად იმდენი დროით რჩება, რაც ბავშვს სჭირდება. თუმცა, მანამდე კლინიკა მშობლის მოთხოვნას ბრალდებებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჰოსპიტალის თანამშრომლებთან მიმართებით გამოვლენილი ქცევის გამო დედას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. უფრო მეტიც, კლინიკის პრესსამსახურში თქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებდნენ ვიდეოებს თუ როგორ იქცეოდა მშობელი კლინიკაში. ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი, რომელიც ბავშვისა და მშობლის ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ მათთვის გაუგებარია, რა ორდერზე საუბრობს კლინიკა და რა კავშირშია ის ნახვის საათებთან. გაუგებარია ასევე, კლინიკის მიერ დიაგნოზზე ხაზგასმა ნახვის დროსთან კავშირში.

„თუ დიაგნოზი არის ისეთი, რომ ბავშვს არ სჭირდება მეტი ემოციური კავშირი, დაასაბუთონ, რომელ დიაგნოზს რა დოზით ემოციური კავშირი სჭირდება, ეს რომელ წიგნში წერია, ან რომელ გაიდლაინში?“ – აღნიშნავს ანა არაგანაშვილი და განმარტავს, რომ პრაქტიკა, რომელიც დღეს არის კლინიკებში, აუცილებლად შეიცვლება, „თუმცა, იქამდე საინტერესოა, რამდენ ბავშვს გავწირავთ ემოციური ძალადობისთვის.“

 

ბავშვის მშობელთან დაშორება ბავშვის ფსიქიკას ანგრევს

ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ, რომ მშობელსა და ბავშვს შორის მჭიდრო ემოციური კავშირის მნიშვნელობა კლინიკებმა უნდა გაითვალისწინონ. ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი ამბობს, რომ ვერანაირი მკურნალობა ვერ იქნება ეფექტიანი მშობლის მხარდაჭერის გარეშე.

მიჯაჭვულობა გადარჩენის ერთერთ ყველაზე ძლიერი სტიმულია და მიჯაჭვულობა დედასთან ან ცოცხალთან შეიძლება. მილები ვერ ლის დედას,“- აღნიშნავს მარინე ჩიტაშვილი.

ექიმების სიფრთხილის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ესმის ფსიქოლოგ ვერიკო გოჯიაშვილს, თუმცა, ამბობს, რომ მშობელის მხარდაჭერით ბავშვი უკეთ უმკლავდება დაავადებას და ეს კლინიკებმა  უნდა გაითვალისწინონ.

“თუ ხანგრძლივი დროით არის ბავშვი გათიშული დედისგან, მით უმეტეს ავდმყოფობის პროცეში, შესაძლოა მას გაუჩნდეს უნდობლობა, უიმედობა, დათრგუნულობა და ასეთ შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება გამოჯანმრთელება. რომ ჩავატართ დაკვირვება, სახლის პირობებშიც კი, როვა ავადაა ბავშვი, აქვს მაღალი სიცხე ან სხვა სიმპტომები, თუ მშობელი მას ეხუტება, ეფერება და გვერდითაა, გაცილებით სწრაფად მიდის გამოჯანმრთელების პროცესი და უფრო ადვილად გამოდის მდგომარეობიდან. მშობელთან კომუნიკაციის დროს ანტისტერსული პროცესები მიდის. გამოიყოფა სიხარულის, ბედნიერების ჰორმონები და ბავშვიც უფრო მარტივად უმკლავდება დაავადებას“, – ამბობს ვერიკო გოჯიაშვილი.

ევროპულ ქვეყნებში უმეტესწილად ბავშვებს კლინიკებში მშობლებთან შეუზღუდავი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, ევროპულ ქვეყნებში ამისთვის როგორც მშობლები ასევე ექიმებიც მზად არიან, საქართველოში კი ამ მხრივ ცოტა განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს.

„მე მომხრე ვარ, რომ მშობელი შეუშვა ბავშვთან. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მშობელთან ემოციური კავშირი და ეს ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენთან განათლების დონზე პირიქით მცირდება, მშობლისაც და ექიმისაც“, – ამბობს თემურ მიქელაძე.

 

არგუმენტები, რის გამოც კლინიკებში მშობლებს ბავშვთან აშორებენ

როგორც წესი, კლინიკებს არგუმენტად ინფექციის და გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი მოჰყავთ. თუმცა, ამ არგუმენტს არ იზიარებენ სპეციალისტები, რომლებიც ბავშვევთან მუშაობენ და კლინიკებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისკენ მოუწოდებენ:

„რაც შეეხება ინფექციის გავრცელების რისკს, რაზეც აპელირებენ – ის ექიმი, რომელიც იქ მუშაობს, მთელი 24 საათი იქ ხომ არ ცხოვრობს, ისიც ხომ გარედან შედის? და იქ მარტო ექიმი არ მუშაობს, მუშაობენ ექთნები, სანიტრები, ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი. იქ იღებენ შემდეგ სპეციალურ ღონისძიებებს – იცვამენ სპეციალურ ტანსაცმელს, ხდება დამუშავება ხელების და ა.შ. რატომ არ შეიძლება თუნდაც იგივე დაცვის ღონისძიებები გატარდეს დედის მიმართ, თუ მისი შესვლით ისეთ სიკეთეს მოვიპოვებთ, როგორიც არის ბავშვის ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება? ჯანდაცვის სისტემა უნდა გახდეს ბავშვისადმი მეგობრული, არ უნდა დაისტრესოს ბავშვი, ტრაგედია არ უნდა იყოს იქ მოხვედრა მისთვის“, – ანა არგანაშვილი.


ფაქტია, რომ სამედიცინო პერსონალი ავადმყოფთან შედის გარედან, გადის გარკვეულ პროცესებს, იცვამენ სპეციალურ ჩასაცმელს, ბახილებს, იკეთებენ ნიღაბს, სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ შემუშავდეს მექანიზმი, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ  ავადმყოფ ბავშვთან დაშვებული იყოს მშობელი უფრო მეტი დროით, ვიდრე ეს დღეს არის გათვალისწინებული ისევ ბავშვის ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური ინტერესების გათვალისწინებით,”- ამბობს ვერიკო გოჯიაშვილი.

 

რისი უფლება აქვს მშობელს და რა ევალება კლინიკას – სახელმწიფოს პოზიცია

საქართველოში კანონის დონეზე ყველა შევთანხმდით, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და მისი კეთილდღეობა უნდა იყოს დაცული. ეს კარგად ესმით ჯანდაცვის სამინისტროშიც. როგორც “ფორტუნასთან” მარინა დარახველიძე ამბობს, კლინიკა ვალდებულია, რომ ერთი მხრივ, ინფექციური კონტროლის ღონისძიებები იქნას დაცული და მეორე მხრივ პაციენტის უფლებები.

„იმის მხარდამხარ, რომ მშობელი ან აღმზრდელი ადამიანი, რომლის მიმართაც ემოციური მიჯაჭვულობა გააჩნია პაციენტს, არ უნდა გამოგვრჩეს ინფექციური კონტროლის ღონისძიებები, რომელიც ხანდახან კრიტიკული და გადამწყვეტია მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, ამიტომ მე მესმის ჩემი კოლეგების, ამ შემთხვევაში კლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის შიში და გადამეტებული ყურადღება ამ კუთხით“, – აღნიშნავს მარინა დარახველიძე.

მისივე განმარტებით ინფექციების გავრცელების თავიდან ასარიდებლად, კლინიკებში სპეციალური ღონისძიებებს უნდა იცავდეს როგორც პერსონალი, ასევე ნესბიმიერი ადამიანი რომელიც  პაციენტთან შედის.

„ჩვენი კანონის თანახმად, ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ბავშვს უტარდება უნდა იყოს შეთანხმებული მის კანონიერ წარმომადგენლებთან და მეორე, უნდა გავითვალისწინოთ მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ბავშვისთვის მშობლიური, ოჯახური გარემოს ელემენტის დანერგვა საავადმყოფოში, რომელიც არ არის მისთვის ჩვეული გარემო და იქ ადაპტირება არ არის მარტივი. ოქროს შუალედია აქ დასაცავი და ეს არის ადმინისტრაციის ტვირთი თუ ვალდებულება, რომ დაიცვას მან ადამიანის უფლებები და გაითვალისწინოს პატარას ინტერესებიც. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ რეანიმაცია ინდივიდუალურ სივრცეებად არის დაყოფილი, ეს იძლევა მეტ შესაძლებლობას, მაგრამ თუ ერთ დიდ დარბაზში ხდება რამდენიმე პაციენტის განთავსება, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გადამდები დაავადებების გავრცელების რისკის შეფასებაც. ამიტომ დაშვებულ საათებში მშობლებს უნდა ქონდეთ ინფექციური კონტროლის საშუალებები, იგივე ბახილები, თავზე დასახური, ნიღაბი, უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ნიღაბს რომ იკეთებს, როცა მივა პაციენტთან საუბრის დროს არ უნდა ჩამოიწიოს ნიკაპზე. ამას სჭირდება განათლება საზოგადოების და ინფორმაციის მიწოდება, მგონია, რომ ეს არ არის გადაულახავი ბარიერი, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგები მივიღოთ და ევროპული ხარისხის და დონის კლინიკები გვქონდეს საქართველოში“, – ამბობს მარინა დარახველიძე.

მისივე თქმით, ნესბიმიერი ის უფლება, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით და კანონით არის აღიარებული უნდა იყოს დაცული, თუმცა, ეს ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს შექმნას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გარკვეული სახის შეზღუდვა შესაძლოა მაგალითად მიღებული იყოს სეზონური დაავადებების ფართო გავრცელების დროს.

პოპულალურები