LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ მკითხოს მორწმუნემ: მამაო, ვირუსის საწინააღმდეგოდ ავიცრა თუ არაო, ვკითხავ: მე, მღვდელს რატომ მეკითხები მაგას? განა მე ექიმი ვარ?” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

134
1560764228-tamaz-lomidze-2018-05-18-vB2Ko3RRKsK20o8

დეკანოზი თამაზ ლომიძე კორონავირუსის ვაქცინაციის თემასთან დაკავშრებით თავის მოსაზრებას აფიქსირებს. როგორც დეკანოზი განმარტავს, აცრას არავითარი, არც რელიგიური და არც სულიერი დატვირთვა არ გააჩნია. სასულიერო პირებს კი, ვირუსებთან დაკავშირებით შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, შესაბამისად, ვაქცინაციის საკითხი მხოლოდ ექიმებს ეხებათ.

“რომ მკითხოს მორწმუნემ: მამაო, ვირუსის საწინააღმდეგოდ ავიცრა თუ არაო, ვკითხავ: მე, მღვდელს რატომ მეკითხები მაგას? გეკითხები, განა მე ექიმი ვარ? განა მე ან რომელიმე არაექიმ მღვდელს გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა ვირუსებზე, ანტივირუსებზე ან საჭირო აცრებზე? რატომ გგონიათ, რომ მღვდელმა ყველაფერი იცის? აცრის შესახებ ჰკითხეთ და დაუჯერეთ კომპეტენტურ, გამოცდილ ექიმებს და ამ სფეროს სპეციალისტებს. აცრას არავითარი არც რელიგიური და არც სულიერი დატვირთვა არ გააჩნია.
ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ეკუთვნის მ ე დ ი ც ი ნ ა ს.”-აღნიშნავს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები