LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ მოვკვდები 7% კიდევ მექნება – შალვა ნათელაშვილი

231
ნათელაშვილი

“მე გპირდებით, ყველანი დაჯდებით საბრალდებო სკამზე ამ ერთი პროცენტის გამო. რომ მოვკვდები 7% კიდევ მექნება“,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი სიტყვებით, კარგი ცხოვრების გამო არ ხდება, რომ 20 წელია ლეიბორისტული პარტია პარლამენტიდან გამოგდებულია.

ნათელაშვილი ამბობს, რომ 2012-ში, 2016-ს და 2020 წლის არჩევნებში პირადად ჩაუდგა ივანიშვილი სათავეში იმას, რომ ლეიბორისტული პარტია პარლამენტში არ შესულიყო.

„1999 წელში, ცხონებულ შევარდნაძეს, როგორც კი შევთავაზე გადადგომა, ეგრევე გადმომძახა: შალვა, წარმატებას წარუმატებლობა მოჰყვებაო და გამარჯვებული პარტია დამტოვეს გარეთ. 2003 წელს, როდესაც პარტია მოდიოდა დიდი რაოდენობით პარლამენტში, მომიწყვეს ვარდების რევოლუცია. 2008 წელს, როცა ავიღეთ 15% -დამიწერეს 7%. ამიტომ იყო, რომ ბოიკოტზე დავჯექით.

2012-ში და2016 წელში პირადად ჩაუდგა ივანიშვილი სათავეში იმას, რომ ლეიბორისტული პარტია პარლამენტში არ შესულიყო. ახლაც პირადად გასცა განკარგულება, რომ ხალხისთვის ენახებინა, რომ ქვეყანაში უმუშევრობა არაა. ცხოვრების დონე მაგარია. ნათელაშვილი ატყუებს საზოგადოებას, თორემ სინამდვილეში 1% აიღო.

მე გპირდებით, ყველანი დაჯდებით საბრალდებო სკამზე ამ ერთი პროცენტის გამო. რომ მოვკვდები 7% კიდევ მექნება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები