LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რომ ქალაქის მერი ვიყო, იმ მამაკაცს, ვინც ძაღლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა ძეგლს დავუდგამდი – თამარ ივერი

722
68530646-529930924422796-1013838398999232512-n

მე რომ ქალაქის მერი ვიყო, იმ მამაკაცს, ვინც ძაღლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა ძეგლს დავუდგამდი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი წერს.

ის 5 აგვისტოს ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადასარჩენად დაღუპულ ავთანდილ ცხვედიანზე საუბრობს.

“მე რომ ქალაქის მერი ან ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი ვიყო, იმ მამაკაცს, ვინც ძაღლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა, თანხას შევაგროვებდი და….ძეგლს დავუდგამდი იმ ძაღლთან ერთად, როგორც ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულის და თავგანწირვის სიმბოლოს!!!!
ასეთი პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ მომხდარა და მსგავსი მონუმენტი ხელს შეუწყობდა მომავალ თაობაში ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულის და თანადგომის მენტალიტეტის ამაღლებას. ასეთივე სიმბოლური დატვირთვისაა ძაღლ”ხაჩიკოს” ძეგლი ტოკიოში.”- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

გაკეთდეს ავთანდილ ცხვედიანის და მისი დაღუპული ოთხფეხა მეგობრის ძეგლი/მემორიალი – ამ მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. მოქალაქეები ითხოვენ, რომ 5 აგვისტოს, ქობულეთში ძაღლის გადასარჩენის დროს დაღუპულ 51 წლის მამაკაცს მემორიალი დაუდგან.

ძაღლის გადასარჩენად ზღვაში დაღუპული ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის გახსნითვის ხელმოწერები გროვდება

მან ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა.

როგორც პეტიციის ავტორები წერენ, იმ შემთხვევაში თუ პეტიცია საკმარის ხმებს შეაგროვებს, ამ ძეგლს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები