LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის, რომ ყველა გამავრცელებლის გამოჭერა რთულია, იმას კი არ ნიშნავს, რომ დასჯადი არ უნდა იყოს, ცოტა თავი პარიადკაში მოიყვანეთ”

IMG_9970

უფლებადამცველი ბაია პატარაია სხვისი პირადი ცხოვრების უკანონოდ გადაღება-გავრცელების კადრების საქმეს ეხმაურება.

“რა აღარ გამიგია, მაგრამ ხალხი ამბობდეს, სხვისი პირადი ცხოვრების უკანონოდ გადაღებულ-გავრცელებული კადრების ჩვენი დაქალ-ძმაკაცებისთვის გადაგზავნის უფლება მოგვეცითო – აღარ გამეგონა და ესეც გავიგე.

კაი, მორალში ვერ ხედავთ პრობლემას – ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით გავრცელება რომ იკრძალება, მარტო პირველ გამავრცელებელზე მოქმედებს ეგ კანონი და მომდევნო გამავრცელებლებზე არა? როგორ? რა ლოგიკით? მომდევნო გამავრცელებელი რომ არ არსებობდეს, და პირველივე მიმღები პოლიციაში რეკავდეს, დანაშაული სულ სხვა მასშტაბს შეიძენდა და “სოციალურ მკვლელობას” აღარ გაუტოლდებოდა.

ის, რომ ყველა გამავრცელებლის გამოჭერა რთულია, იმას კი არ ნიშნავს, რომ დასჯადი არ უნდა იყოს.

თან ვიშვიშებენ, ეს რა საშინელება ხდებაო, ეს როგორ შეიძლებაო, და თან ისტერიულად უზიარებენ ერთმანეთს – ცოტა თავი პარიადკაში მოიყვანეთ რა.
ბჯოს!- წერს პატარაია

საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 9-თვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლომ გუშინ უკვე იმსჯელა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებიდან ორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, შვიდი კი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. რაც შეეხება დარჩენილი 8 დაკავებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მოსამართლემ განაჩენი გვიან ღამით გამოიტანა. პირს, რომელიც ფარული ჩანაწერების კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა, კიდევ შვიდ ბრალდებულს კი, გირაო.