LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანტიკული ჟესტი ჯო ბაიდენისგან – აშშ-ის პრეზიდენტმა ბაბუაწვერა მოწყვიტა და პირველ ლედის მიართვა

90
BeFunky-collage (3)

ჯო და ჯილ ბაიდენების რომანტიკულ ვიდეოს, რომელიც თეთრი სახლის ეზოშია გადაღებული, უკვე უამრავი ნახვა აქვს.

კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე პრეზიდენტი თეთრი სახლის ეზოში მეუღლესთან ერთად გამოჩნდა, თვითმფრინავში ასვლამდე ის მოულოდნელად შეჩერდა, ბაღში ბაბუაწვერა მოწყვიტა და მეუღლეს მიართვა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ ჟესტს უკვე მოჰყვა უამრავი თბილი კომენტარი.

თავად პირველი ლედი კი „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზეს ყვავილებიან კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ის უკვე ვიხილეთ ქალთა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები