LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ადგილზეა საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით

76
ხალხი

ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, საქართველო 191 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 63-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ საუბარია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშში „გაურკვეველი დრო, გაუმართავი ცხოვრება“. ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) შესახებ ინფორმაცია 2021 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

„მსოფლიოს ქვეყნების 90 პროცენტის მსგავსად, 2019-2021 წლებში, საქართველოს ზოგადი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, თუმცა ქვეყნის HDI კვლავ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს, რაც „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ მქონე ქვეყნების ჯგუფზე მიუთითებს და კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის წინაპირობას იძლევა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

წარმოდგენილ ანალიზში ხაზგასმულია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში ადამიანური განვითარების შეფერხება და შესაბამისი ინდექსის კლება აღინიშნება. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორი წლის მანძილზე, მილიარდობით ადამიანმა დამანგრეველი კრიზისი განიცადა, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემია და უკრაინის ომი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით  განვითარდა, რასაც დაემატა სოციალური და ეკონომიკური ძვრები, საფრთხის შემცველი პლანეტარული ცვლილებები და პოლარიზაციის საყოველთაო ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები