LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით, 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი იუთუბერები

151
youtubers2021

მსოფლიო კვლავ პანდემიითაა მოცული და გარშემო არაფერი არ ხდება, ამ დროს კი „იუთუბერთა“ აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა. სახლებში გამოკეტილ ხალხს მეტი ინტერნეტისთვის მეტი დრო აქვს და შესაბამისად YouTube–ის ყველაზე აქტიური წარმომადგენლების შემოსავალმაც რამდენიმე 0–ით მოიმატა.

YouTube სერიოზულ ბიზნესად ჩამოყალიბდა და მაგალითად მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის პირველი ივნისიდან 2020 წლის პირველ ივნისადმე, საიტის მთავარი ვარსკვლავების ბიუჯეტმა 211 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაშინ როცა სხვა მედია–წყაროები პანდემიისა და ლოკდაუნის კრიზისიდან ვერ გამოდიან.

თუკი სტატისტიკას ვენდობით, YouTube–ის მომხმარებლებისთვის პირველ ადგილზე კვლავ იუმორია და საიტის გამომწერთა 77% 15–25 წლამდე ადამიანები არიან.

1.მთავარი ვარსკვლავი კი უკვე მესამე წელია 9 წლის რაიან ქაჯია. პატარა ბიჭუნა, რომელმაც სახელი სათამაშოების აწყობით გაითქვა Forbes-მა ყველაზე მაღალ შემოსავლიანად დაასახელა.

რაიანის შემოსავალმა გასულ წელს 29,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მას 41,7 მილიონი გამომწერი ყავს და 12,2 ტრილიონი ნახვა აქვს დაგროვებული. ბავშვმა პირველად ინტერნეტ ყურადღება საჩუქრების გახსნით და თითოეულ მათგანზე კომენტარების გაკეთებით მიიქცია და ეს დიდი წარმატების სტარტი აღმოჩნდა.

2. Mr.Beast ანუ იგივე ჯიმი დონალდსონი

დონალდსონი YouTube–ის ახალი ვარსკვლავია, რომელმაც 24 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო. ჯიმის 47.8 მილიონი გამომწერი და 3 მილიარდამდე ნახვა აქვს. მისი ვიდეოები სარისკო და თან სასაცილო კონტენტის მიქსს წარმოადგენს.

3. Dude Perfect

5 ძმისგან შემდგარი ჯგუფი (კობი, კორი, გარეტი, კოდი და ტეილორი) ათასი სისულელით ერთობა და ჯამში 23 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო. მათ 57,5 მილიონი გამომწერი ყავთ და 2,77 მილიარდი ნახვა აქვთ.

4. Rhett and Link

43 წლის რეტი და Youtube–ის ერთ–ერთი ყველაზე ძველი ვარსკვლავია, რომელმაც თავისი შოუ ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. შოუ სახელად „მისტიური დილა“ ქვია და მის შექმნაში 10–მდე ადამიანი მონაწილეობს. რეტმა გასულ წელს 20 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. შოუს 41.8 მილიონი გამომწერი და 1,9 მილიარდი ნახვა აქვს.

5. MArkiplier ანუ მარკ ფიშბახი

მარკ ფიშბახი უკვე 8 წელია YouTube–ზე მოღვაწეობს და პოპულარული ვიდეო თამაშების ანოტაციითაა დაკავებული. მისი შემოსავალი 19,5 მილიონი დოლარია, გამომწერთა რაოდენობა 27.8 მილიონი, ხოლო ნახვებმა კი 3,1 მილიარდს მიაღწია.

6. პრესტონ არმენსი

პრესტონი წინამორბედი ვარსკვლავის მსგავსად ასევე ანიმაციური სამყაროს გარშემო ტრიალებს და Mincecraft–ის დახმარებით 19 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. მისი აუდიტორია 33.4 მილიონს შეადგენს, ნახვები კი 3,3 მილიარდია.

7. ნასტია ანუ ანასტასია რაძსკაია YouTube ვარსვკლავთა სიაში მოხვედრილი კიდევ ერთი ბავშვია. 6 წლის რუსმა გოგონამ პოპულარობა მამასთან ერთად გადაღებული ვიდეობით მოიპოვა. ნასტია და მამამისი თამაშის თუ სახლის საქმეების კეთების დროს ვიდეოებს აქვეყნებენ და მათმა შემოსავალმა 18,5 მილიონი დოლარი შეადგინა. გოგონას 190.6 მილიონი გამომწერი ყავს და მის ვიდეოებს 39 მილიარდი ნახვა აქვთ.

8. Blippi ანუ სტევინ ჯონი

სტევინი ერთადერთი ზრდასრულია, რომელიც 32 წლის ასაკში საბავშვო კონტენტს ქმნის. მისი არხი სტარტს 2014 წლიდან იღებს და ანიმაციურ გმირთა ფორმაში ჩაცმული ჯონი ბავშვებს გაკვეთილებს უტარებს. Blippi–ს შემოსავალი 17 მილიონი დოლარია, გამომწერთა რაოდენობა კი 27.4 მილიონი. სტევინის გაკვეთილებმა 8.2 მილიარდი ნახა დააგროვა.

9. დევიდ დობრიკი

24 წლის დევიდმა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ალბათ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი აუდიტორია გაემხიარულებინა. დევიდის შემოსავალი 15,5 მილიონი დოლარია. მას 18 მილიონი გამომწერი ყავს და 2.7 მილიარდი ნახვა დააგროვა.

10.ჯეფრი სტარი

ჯეფრიმ აუდიტორიის დაინტერესება ძალადობაზე, რასიზმზე და სხვა მძიმე მოგონებებზე საუბრით შეძლო. ამერიკელი ვარსკვლავი ე.წ. „ბიუთი“

ვიდეობსაც ხშირად იღებს და მისმა შემოსავალმა 15 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯეფრის 16.9 მილიონი გამომწერი ყავს და მის კონტენტს 600 მილიონი ნახვა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები