LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქალაქებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხი?

1226

ყოველ წელს Mercer– მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ადამიანური რესურსების საკონსულტაციო კომპანია, ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით, ქალაქების რეიტინგს ადგენს.

ეს ერთ–ერთი ყველაზე სანდო და სრულყოფილი რეიტინგია, რომელშიც ნიუ–იორკი და ლონდონი ვერ მოხვდა.

მსოფლიოს მასშტაბით 240 ქალაქის კვლევისას მერკერი შემდეგ პარამეტრებს ეყრდნობა: პოლიტიკური და სოციალური, ეკონომიკური, სოციო–კულტურული გარემო, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სასწავლებლები და განათლება, საჯარო სერვისები და გადაადგილების შესაძლებლობა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, უძრავი ქონება, ბუნებრივი გარემო და განტვირთვის საშუალებები.

 „23 ქალაქი, სადაც მსოფლიო მასშტაბით, ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია“ – ცხოვრების სტანდარტების მაღალი ხარისხის მიხედვით შედგენილი Mercer–ის რეიტინგი ასე გამოიყურება:

 

  23. მონრეალი, კანადა – ეს ქალაქი კანადის 5 ქალაქს შორის, ერთ–ერთია, რომელმაც გრადაცია განიცადა. მონრეალი, სადაც ძირითადად, ფრანგულად საუბრობენ, უკვე დამკვიდრდა როგორც კომერციის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ცენტრი.

 

  22. პერტი, ავსტრალია – ავსტრალია ზოგადად, ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამასთან, დასავლეთ ავსტრალიის რამდენიმე ქალაქში, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პლიაჟებია.

    21. ლუქსემბურგი – პატარა, ევროპული ქვეყანა, რომელიც ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიას ესაზღვრება, საოცრად მდიდარია. ის ცნობილია ასევე, ძალადობრივი დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით.

 

 20. სტოქჰოლმი, შვედეთი – დედაქალაქი ითვლება ერთ–ერთ საუკეთესო ადგილად მსოფლიოში: კარგი საცხოვრებელი გარემოს, სამუშაო ბალანსის, ცხოვრების, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების გამო.

   19. ჰამბურგი, გერმანია – ჩრდილოეთ გერმანიის საპორტო ქალაქი გახდა მსოფლიო მედიისა და ინდუსტრიის ცენტრი. ასევე, ჰამბურგი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძველი – ბერენბერგის ბანკის სამშობლოა.

      18.ოტავა, კანადა – ეს ქალაქი ყველაზე განათლებულია კანადაში. აქ ასევე მრავლადაა, კულტურული და კვლევითი დაწესებულებები. ის ცნობილია უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელით და სიმდიდრით. ოტავა იუნესკოს მსოლფიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

 

 17. ტორონტო, კანადა – ტორონტოში კანადის ფინანსური კაპიტალია. აქ არის ასევე, კანადის ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის სამშობლო. ყოველ წელს აქ ტარდება მასშტაბური და მსოფლიო მნიშვნელობოს ტორონტოს კინოფესტივალი.

 16. მელბურნი, ავსტრალია – ეს ზღვისპირა ქალაქი, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა, განათლების, ჯანდაცვის, კვლევებისა და განვითარების კუთხით. განვითარებული ტურიზმი და გართობის სფეროები, ქალაქის სიმდიდრეს უზრუნველყოფს.

15. ველინგტონი, ახალი ზელანდია – კივის ქალაქი სიაში გამორჩეულია თავისი კარგი ამინდით და მდებარეობით. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და ახალი ზელანდიის რიგით მეორე, ყველაზე დასახლებული ქალაქი.

 14. ბერნი, შვეიცარია – ქალაქი მერკერის მიხედვით მსოფლიოში უსაფრთხო ქალაქებს შორის მეორე ადგილზეა. მდიდარი სოფლის მეურნეობა და კარგად განვითარებული ტრადიციული მეწარმეობა, ასევე უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი, რეგიონს საცხოვრებლად მიმზიდველს ხდის. მზარდი ტექნიკური სექტორის გამო, ამ ქალაქს კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

  13. ბერლინი, გერმანია – ითვლება რომ დედაქალაქს ცხოვრების შესანიშნავი ხარისხის საუკეთესო მიქსი აქვს – დასაქმების კარგი შესაძლებლობით, მაღალი სტანდარტის სახლებით, დაცულობის სრული შეგრძნებით და გასართობი/დასასვენებელი შესაძლებლობების სიუხვით.

12. ამსტერდამი, ნიდერლანდები –ეს ევროპაში ერთ–ერთი მთავარი ფინანსური ცენტრია, რომელიც ასევე ცნობილია ცხოვრების მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და კომპანიების სიუხვით. ეს კოსმოპოლიტური ქალაქი აერთიანებს თანამედროვე და ყოველდღიურ ცხოვრებას, დასვენებისა და რელაქსაციის დიდი შესაძლებლობებით.

 11. სიდნეი, ავსტრალია – ბუნებრივი გართობა, ამინდი, მზარდი კულტურული სანახაობები უზრუნველყოფს ამ სიაში სიდნეის ადგილს. ის ქვეყნის ეკონომიკის 7%–ს წარმოადგენს და ამ ქალაქში მოსახლეობის 22%–ია დასაქმებული.

 10. ბაზელი, შვეიცარია – პატარა ქალაქი, რომელშიც სულ რაღაც 165 000 ადამიანი ცხოვრობს, გერმანიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის სამკუთხედში (საზღვარზე) მდებარეობს. ამ ქალაქს აქვს ლამაზი გარემო და ძლიერი ეკონომიკა.

 9. კოპენჰაგენი, დანია – ეს ქალაქი ცოტა ხნის წინ, „ყველაზე ბედნიერ ქალაქთა“ რეიტინგშიც მოხვდა. რატომ? ამის დანახვა რთული არ არის. სათევზაო სოფლიდან კოპენჰაგენი მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქალაქად გადაიქცა. ის ცნობილია სამუშაო ადგილების ბალანსით.

 8. ჟენევა, შვეიცარია – ეს ქალაქი მთელი მსოფლიოდან დიპლომატების შეკრების ადგილია. ასევე, ყველაზე მდიდარი ადამიანების სამშობლო. ეს საოცრად უსაფრთხო ქალაქია და განთქმულია განათლების მაღალი დონით.

 7. ფრანკფურტი, გერმანია – ეს კომერციული ცენტრი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სავაჭრო შოუების, მათ შორის ფრანქფურტის მოტო–შოუს სამშობლოა. ფრანკფურტი ასევე ცნობილია პროფესიონალური მომსახურების მაღალი დონით.

 

6. დუსელდორფი, გერმანია – ეს ქალაქი დასავლეთ გერმანიაში, ცნობილია მაღალი მოდის ინდუსტრიით და ხელოვნების სფეროთი.

 

5. ვანკუვერი, კანადა – ეს ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქია კანადაში. მისი მოსახლეობის 52%–ისთვის მშობლიური ენა ინგლისური სულაც არ არის.

 4. მიუნხენი, გერმანია – გერმანიის ეს ცენტრალური ქალაქი, ამ სიაში რეგულარულად მიიწევს წინ.

3. აუკლენდი, ახალი ზელანდია – ქალაქი ორ დიდ ნავსადგურს შორისაა გაშენებული და ის ლიდერობს მისი დაბალანსებული ეკონომიკით, იდილიური გარემოთი და პირადი უსაფრთხოების მაღალი დონით.

 2. ციურიხი, შვეიცარია – ეს ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ჰაბია, რომელიც  მხოლოდ მერკერის ლისტის ტოპ ადგილებს არ სჯერდება. ციურიხი ნამდვილად ერთ–ერთი  ყველაზე კარგი საცხოვრებელი ადგილია, მსოფლიოს მასშტაბით.

  1. ვენა, ავსტრია – ავსტრიის უდიდესი ქალაქი, რომელიც მდინარე დუნაის აღმოსავლეთითაა გაშენებული, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ევროკავშირში მეშვიდე ადგილს იკავებს. ცნობილია ასევე, მდიდარი კულტურით. 

 

მომზადებულია businessinsider–ის მიხედვით

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები