LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყანაში უნდა იმოგზაუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

339
გგგგ

ასტროლოგიის თანახმად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე კონკრეტული პლანეტა ახდენს გავლენას და საკუთარი ჰოროსკოპი აქვს. შესაბამისად ყველა ქვეყანას თავისი  ხასიათი, მენტალობა და ბედი დასდევს.

 

სწორედ ამის გამო ზოგიერთ ქვეყანაში თავს როგორ საკუთარ სახლში ისე ვგრძნობთ, ხოლო ზოგან დისკომფორტს. გსურთ იპოვოთ ადგილი რუკაზე, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობთ თავს? ვეცდებით დაგეხმაროთ.

 

ვერძი

თანამედროვე მსოფლიო რუკაზე ვერძი არის გერმანია. ამ ქვეყანისთვის დამახასიათებელია მკაცრი ხასიათი,  ასკეტიზმი და ბრძოლისუნარიანობა დასახული მიზნების მისაღწევად. გერმანიის გარდა ვერძმა შეიძლება თავი კომფორტულად ნიუ-იორკში, კუბაზე, მექსიკასა თუ ურუგვაიში იგრძნოს. იმ შემთხვევაში თუ საინტერესო თავგადასავლებზე ოცნებობს, შეუძლია აფრიკულ სავანეს ესტუმროს.

 

კურო

კუროს მმართველ პლანეტას ვენერა წარმოადგენს. ამ ნიშნის წარმომადგენლები აფასებენ ხელოვნებას, კომფორტს და ფუფუნებას. კლასიკური, რომანტიკული, ისტორიით სავსე პარიზი არის ქალაქი, რომელიც კუროს სურვილებს ყველაზე კარგად დააკმაყოფილებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები არანაკლებ კომფორტულად იგრძნობენ თავს შვეიცარიაში, ბულგარეთსა და ავსტრალიაში.

 

ტყუპები

ტყუპებისთვის რთულია ერთ ადგილზე გაჩერება, ისინი ერთდროულად ორი საქმის კეთებას არიან მიჩვეულები. შესაბამისად, მშვიდი ადგილი მათ გემოვნებაში არ ჯდება. მათ კომფორტული და აქტიური დასვენება უყვართ, ასე რომ, საბერძნეთი მათი ქვეყანაა. აქ არის მდიდრული სასტუმროები და თვალწარმტაცი პლაჟები, უძველესი ისტორია და თანამედროვე კომფორტი. დიახ, საბერძნეთის ნიშანი ტყუპებია. ისინი ასევე კარგად იგრძნობენ თავს იტალიაში, ბელგიაში, სომხეთსა და მადაგასკარის კუნძულებზე.

 

კიბო

კიბო ტრადიციების მცველი ნიშანია, მათ არაფერი იზიდავს იმაზე მეტად, ვიდრე უძველესი ისტორია და ფილოსოფია. ინდოეთი მათთვის იდეალურია მისი უძველესი კულტურით, სულიერი სიმდიდრითა და ცხოვრების განსაკუთრებული წესით. კიბოებისთვის შესაფერისია ასევე პატარა ქალაქები, სადაც ისინი თანამედროვე სამყაროს დაძაბულობისაგან დამალვას შეძლებენ – ასეთები ბევრია დანიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიასა თუ შვედეთში.

 

ლომი

ლომები თაყვანს სცემენ ყველაფერს, რაც სიმდიდრესთან, ფუფუნებასთან და სიდიადესთანაა დაკავშირებული. ამიტომ მათთვის  ბრწყინვალე საფრანგეთი, მდიდრული იტალია იდეალურია.

 

ქალწული

ქალწულების თვისებაა იზრუნონ ყველაზე და ხშირად ამ პროცესში საკუთარი თავი ავიწყდებათ. ისინი პედანტები და თანმიმდევრულები არიან, განსაკუთრებულად უყვართ სისუფთავე. გარდა ამისა, ისინი ინტელექტუალები არიან, რომლებსაც უყვართ ახალი აღმოჩენების გაკეთება. მათთვის შესანიშნავია შვებულება ბუნებაში. შესაძლებელია მოეწონოთ ფინეთისა და შვეიცარიის ტბები, ავსტრიის მთის ჰაერი, გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქი. თუ უფრო ეგზოტიკური გარემო სჭირდებათ, მაშინ მათთვის საუკეთესო ადგილი კანარის კუნძულებია.

 

სასწორი

ჰარმონია, დახვეწილობა – ეს არის ის, რაც სასწორს სიამოვნებას ანიჭებს. მათთვის იდეალური ქვეყანაა დიდი ბრიტანეთი. ვიქტორიანული არქიტექტურა, ჩაის ტრადიცია – აქ სასწორი თავს ყველაზე კარგად იგრძნობს. მათთვის ასევე კარგი არჩევანია ძვირადღირებული ვენა, მხიარული ზალცბურგი და იდუმალი ჩინეთი.

 

მორიელი

მორიელი, ალბათ, ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. ისინი იდუმალები და ენერგიით სავსე ადამიანები არიან, რომელთაც ნებისმიერი ადამიანისთვის შეუძლიათ კონკურენციის გაწევა. მიიჩნევა, რომ მორიელის ნიშნისაა არაბული ქვეყნები. მორიელები არანაკლებ კომფორტულად იგრძნობენ თავს მაროკოში, ტუნისსა და ეგვიპტეში.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანს უყვარს თავისუფლება, ისინი ალტრუისტები, მეოცნებეები, მოხეტიალეები და ფილოსოფოსები არიან. მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ არიან ესპანეთი და კვიპროსი, ახალი ზელანდია და ავსტრალია, საქართველო, ჩინეთი და არგენტინა.  ნებისმიერ ამ ქვეყანაში მშვილდოსანი თავს იგრძნობს როგორც საკუთარ სახლში.

 

თხის რქა

თხის რქა ხშირად ბუნებით კონსერვატორია და მუდამ თავდაუზოგავად შრომობს. შვებულებაშიც კი, მათ არ სურთ რადიკალურად შეცვალონ ცხოვრების სტილი. მათ არ იზიდავთ აურზაური. უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოს, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილად კარგად გრძნობენ თავს გერმანიაში, სკანდინავიაში, ისრაელსა და ირლანდიაში. ასევე, ალბათ ისეთ შრომისმოყვარე ქალაქში ვიზიტი, როგორიცაა შანხაი, მათთვის იდეალურია.

 

მერწყული

მერწყული, როგორც მოგეხსენებათ, მომავლის ხალხი. ისინი ნაკლებად ინტერესდებიან საყოფაცხოვრებო წვრილმანებით. ისინი აფასებენ თავისუფლებას და იზიდავთ ყველაფერი ახალი. მათი ქვეყნებია იაპონია ან სინგაპური. შეიძლება ასევე მოეწონოთ სკანდინავია, რომელიც განსაკუთრებულად სცემს პატივს ინდივიდუალიზმს და დემოკრატიული კანადა. ისინი ავანტიურისტები არიან და მათ გემოვნებაში ასევე ჯდება არგენტინა, ჩილე და პერუ. ისე, რუსეთი ასევე მერწყულის ქვეყანაა.

 

თევზები

თევზებს უყვართ მოგზაურობა და რთულია დავასახელოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც მათ არ მოსწონთ. მათ ყველგან სურთ წასვლა. საფრანგეთში, რუმინეთში, ისრაელში, ნეპალში, ფილიპინებში, ზანზიბარში, ინდონეზიასა და ოკეანეთის ქვეყნებში – მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ისინი ბედნიერი იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები