LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ტაძარში მსახურობს კორნავირუსით ინფიცირებული საეკლესიო პირი

351
pdrcovid19

დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის უკვე კლინიკაშია გადაყვანილი მკურნალობისთვის. მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბზობის დღესასწაულზე სასულიერო პირი წირვაზე იმყოფებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს ამ შემთხვევაზე. მისი ინფორმაციით, საეკლესიო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში მსახურობს.

“მამაო, რომელიც ინფიცირებულია, მსახურობდა ლურჯ მონასტერთან არსებულ იოანე ღვთისმეტყველის – რუსულ ტაძარში. მეგობრებო, ვინც იყავით ამ დღეებში ტაძარში, უნდა გქონდეთ ეს ინფორმაცია. იმედია ყველა ჯანმრთელად იქნებით ❤️”.

ასეთივე ინფორმაცია აქვს მღვდელმონაზონ ანდრია სარიას. გთავაზობთ მის სტატუსსაც:

“როგორც ცნობილი გახდა, ვერის ტაძრის მღვდელმსახური (იოანე ღვთისმეტყველში) დაინფიცირდა კორონავირუსით, მრევლის თქმით ბზობასაც ქონდა ადამიანებთან შეხება, რაც საყურადღებო და საგულისხმოა. მღდელმთავარ იაკობის სიქადულმა: ყველა კლასტერი არსებობს და ეკლესიის კლასტერი არა გვაქვს!!! ასე იცის სიბნელემ, სიუვიცემ და უსიყვარულობამ! ფარისევლებმა რიგორიზმით ის გააკეთეს, რომ ქრისტე აცვეს ჯვარს… იაკობისნაირი ხალხი კი საქართველოს მოსახლეობას ,,აცვამენ” კორონა ვირუსზე… ღმერთი ყოველ ნაბიჯზე გვამდაბლებს მათი უგუნურების გამო!!! ღმერთმა დალოცოს ეს მღვდელი…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები