LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქალაქი აღიარეს „ევროპის მწვანე ქალაქად“

1162
mtavari axali

ცხოვრების დონე, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, კერძო ავტომობილების რაოდენობა, ველობილიკების სიგრძე, საცობებში გატარებული დრო, მწვანე ნარგავების ფართობი, სასმელი წყლის ხარისხი, მავნე გაზების მოცულობა და  ტრანსპორტით გადატვირთულობის ხარისხი – ეს არის ის მთავარი კომპონენტები, რომლითაც ხდება „მწვანე“ ქალაქების რეიტინგის შედგენა (Interestingeng Ineering).

ჩვენი პლანეტის დაცვაში 2019 წელის მონაცემებით, რამდენიმე ქალაქი დასახელდა და მათ შორის თბილისი ისევ ვერ მოხვდა.

 

მსოფლიოს ტოპ 10 მონახულებადი ქვეყანა

 

სიაში ლიდერია დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი, რომელსაც „ევროპის მწვანე დედაქალაქს“ უწოდებენ.  ამ ქალაქში ავტომობილებზე ბევრად მეტ ველოსიპედს შეხვდებით. გარდა იმისა, რომ აქ ველოსიპედი უკვე კულტურის ნაწილია, ქალაქის მთავრობა გეგმავს, რომ 2019 წლის ბოლომდე ამ ქალაქის ქუჩებში მხოლოდ ელექტროავტობუსებმა იმოძრაონ.

 

ამსტერდამი, ნიდერლანდები, ველოსიპედების ქალაქი

 

სტოკჰოლმი, შვედეთი, ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქი

 

ვანკუვერი, კანადა, ქალაქი გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი დონით

 

კურიტიბა, ბრაზილია, ქალაქი, რომელიც ნარჩენების გადამუშავების მხრივ ლიდერია

 

გასულ წელს, გერმანელმა მკვლევარმა ფილიპ ჰერტნერმა კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების საფუძველზე, ევროპის ყველაზე გამწვანებული ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

მაშინ ყველაზე მწვანე ქალაქად სარაევო დასახელდა. მეორე ადგილზე ლიხტენშტეინის დედაქალაქი ვადუცი გავიდა. მესამეზე – ლუბლიანა. ათეულში მოხვდნენ ბერნი, ვილნიუსი, ტალინი, მონაკო, ოსლო და ანდორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები