LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი რუსული საიტებით არ უნდა ვისარგებლოთ, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი არ გავხდეთ – ინტერვიუ ექსპერტთან

205
98e4ab5a659ba24dc2832b7835914a6f

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ კიბერშეტევის უკან, რა დროსაც ათასობით ქართული ვებსაიტი გაითიშა, რუსეთი იდგა. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები უკვე გაავრცელეს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა.

„ფორტუნასთან“ საუბარში კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე გვირჩევს, შევზღუდოთ რუსული პროგრამების გამოყენება, ნაკლებად გამოვიყენოთ რუსული არასანდო აპლიკაციები, თუნდაც ანტივირუსული ან ელექტრონული ფოსტის სერვერის მომსახურება.

 

28 ოქტომბრის კიბერშეტევამდე, საუბრობდნენ, რომ საქართველო ამ კუთხით დაუცველი იყო. რა უნდა გააკეთოს სახელმწოფომ, რომ თავიდან აიცილოს მსგავსი შეტევები?

კიბერუსაფრთხოებისგან 100%-იანი  დაცვა არ არსებობს, მით უფრო, როცა რუსეთი გყავს მეზობელი და ყოველდღიურად ავითარებს ახალახალ შესაძლებლობებს, მიუხედავად საკუთარი ეკონომიკური პრობლემებისა. რა უნდა გავაკეთოთ თავდაცვისთვის, რთული სათქმელია. ალბათ საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ, სახელმწიფოებრივი აღქმა უნდა არსებობდეს, რომ ასეთი მტერი გყავს და ამ კუთხით გვებრძვის. პრეზიდენტის საიტი და სასამართლოების საიტი უფრო მეტად დაცული უნდა იყოს. რუსული აპლიკაციების მიმართ შეზღუდული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, მომხმარებლის ცნობიერება უნდა ავამაღლოთ.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ გამოძიებას შეცდომა დაეშვა და რუსეთის განცხადება, რომ კიბერშეტევასთან კავშირი არ აქვს, სიმართლე იყოს?

ბუნებრივია, რუსეთი უარყოფს. რუსეთს ისეთი შეტევები აქვს უარყოფილი, რომელსაც ასობით მსხვერპლი მოჰყვა. ის ფაქტი, რომ ამდენმა სახელმწიფომ და პენტაგონმაც კი გააკეთა განცხადებები, ე.ი. საერთაშორისო მხარდაჭერა ძლიერია და ეს ნიშნავს, რომ მათი ტექნიკური ჩართულობა გამოძიებაში მაღალია, თორემ ასე დარწმუნებით არ გააკეთებდნენ განცხადებას.

როგორ შეიძლება, სახელმწიფომ კიბერშეტევისგან თავი დაიცვას?

რუსეთი საქართველოს საქმეებში არ ერევა: მოსკოვი კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურება

„ჩვენ ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე, რომლებმაც ეს კომენტარი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არანაირი სახით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით“, - განაცხადა რუდენკომ.

მარტივი დაცვის საშუალება რუსული აპლიკაციების შეზღუდვაა. რუსული სერვერები და აპლიკაციები ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ. სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა გამოიყენონ mail.ru. ლიეტუვას შესაბამისმა უწყებამ საჯარო მოხელეებს მისცა რეკომენდაცია, რომ იანდექსით არ ისარგებლონ. იგივე რეკომენდაცია, შეგვიძლია, ჩვენც მივცეთ მოსახლეობას.

ის მომხმარებლები, ვინც mail.ru-ზე იყვნენ დარეგისტრირებული და ფეისბუქის ექაუნთი მისი საშუალებით გახსნეს, ფეისბუქი უნდა გააუქმონ და gmail-ით დარეგისტრირდნენ?

ასეთი რადიკალური ზომების მიღება საჭირო არ არის. უბრალოდ mail.ru-თი არ უნდა ისარგებლოთ.

რუსულ ვებგვერდებზე შესვლაც სახიფათოა?

ვებსაიტებზე შესვლა სახიფათო არ არის, მნიშვნელოვანია, რომ რუსული აპლიკაციები ან პროგრამული უზრუნველყოფა, ე.წ. გატეხილი ვერსიები, რომელიც უფასოა, არ უნდა გადმოიწეროთ. არ არის მიზანშეწონილი რუსული მობილური ოპერატორების გამოყენება სახელმწიფო სამსახურში.

როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო მხარდაჭერის შემდეგ, რამდენად შეიძლება, დაცული ვიყოთ და ვიფიქროთ, რომ რუსეთი მორიგ კიბერშეტევას აღარ განახორციელებს?

განცხადებები ნამდვილად ვერ დაგვიცავს, მაგრამ განცხადებების ასეთი ფართო გეოგრაფია და მაღალი იერარქია, იმითაც არის გამოწვეული, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურებმა ჩათვალეს, რომ ეს კიბერშეტევა უფრო ფართომასშტაბიანი შეტევის ნაწილი იყო და პრევენციული განცხადებები გააკეთეს. ეს საკმაოდ კარგი პრაქტიკაა. სავარაუდოდ, 2020 წელს საქართველოც და ამერიკის შეერთებული შტატებიც თანაბრად იქნებიან რუსული კიბერშეტევის და რუსული ფსიქოლოგიური შეტევების მსხვერპლი, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

 

კიბერშეტევა საქართველოში რუსეთის გენშტაბმა განახორციელა – აშშ-ს მხარდაჭერას გვიცხადებს (ვიდეო)

 

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები