LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ტესტია უფრო ზუსტი? – ვისაც ქალაქს ვანდობთ, უკეთესია თუ აუცილებელი, არ იყოს ნარკოტიკზე დამოკიდებული

283
კალა და გახო

იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით – ადვილი არაა. მით უფრო მაშინ, როდესაც დაძაბული და დატვირთული რეჟიმი გაქვს და ფინანსებიც გაქვს იმისთვის, რომ განტვირთვის დღეები მოიწყო.

განტვირთვის დღეები კი ზოგისთვის ნარკოტიკებთან ასოცირდება.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის მოწოდებას, დაემტკიცებინათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, არც ერთი კანდიდატი არ შეუერთდა.

ზოგი არ ენდობა სამხარაულოს ბიუროს. მათ შორისაა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. გახარიამ  გადაწყვიტა ნარკოტესტი ევროპაში გაიკეთოს.

ყოფილ პრემიერს ექსპერტიზის ბიურომ გუშინვე უპასუხა.

„თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი“ . – ვკითხულობთ სამხარაულოს ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.

თბილისის მერობის სხვა კანდიდატები კი ამბობენ, რომ ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი და მოგვიანებით ანალიზს აუცილებლად გაიკეთებენ.

ზოგიც ამბობს, რომ ნარკოტესტი საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია.

ბევრი იმაზეც დაობს, რომელი ტესტია უფრო სანდო.

თემაზე „ფორტუნა“ ნარკოლოგიური კლინიკა “ნეოგენის” ხელმძღვანელს დავით ვადაჭკორიას ესაუბრა.

 

 

კიდევ ერთხელ ნარკოტიკის შესახებ

 

„ნარკოტიკის მოხმარება, რასაკვირველია, ყველასთვის ცუდია. იწვევს მენტალური ქცევის შეცვლას და იცვლება ფიზიკური ჯანმრთელობა. მოქმედებს  შრომისუნაიანობაზე და პროდუქტიურობაზე“. – განმარტავს „ფორტუნასთან“ ვადაჭკორია.

 

რამდენად აქვს მნიშვნელობა ადამიანი მძიმე ნარკოტიკს, ვთქვათ კოკაინს მოიხმარს თუ მარიხუანას ეწევა

 

„პირობითად ყოფენ მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკს. ეს იურიდიული მომენტისთვის არის გათვალისწინებული. მარიხუანა ზოგიერთ ქვეყანაში დეკრიმინალიზაციის პოლიტიკის ნაწილია. ჰოლანდიაში შემოვიდა ტერმინი მსუბუქი ნაროტიკი.

რას შეეხა თვითონ მოქმედებას, ეს ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება ნარკოტიკი მსუბუქს მივაკუთვნოდ და ადამიანზე იმდენად მძიმედ იმოქმედოს, რომ უდიდესი დაღი დაასვას და მთელი ცხოვრება მისი რეაბილიტაცია პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ძალიან პირობითი დაყოფაა – მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები. ყველაფერი, რასაკვირველია, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ნარკოტიკის მოხმარების სიხშირეზე.

თუმცა, ერთმა მოხმარებამაც შესაძლოა ისეთი დაზიანება გამოიწვიოს, რომლის აღდგენას შესაძლოა წლები დასჭირდეს და წლები ვერ მიაღწიო“. – ამბობს ნარკოლოგი.

 

რა ხდება თუ ადამიანი ნარკოტიკს ხშირად მოიხმარს 

 

„ხშირად მოხმარების შემდეგ მყარად ყალიბდება დამოკიდებულება. ეპიზოდურ მოხმარებაში, რომელსაც ჩვენ რეკრეაციულ მოხმარებას ვეძახით, შეიძლება დამოკიდებულება მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყოს. თუმცა ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება გამორიცხული არაა“. – გვაფრთხილებს ვადაჭკორია.

 

იმას ვისაც ქალაქს ვანდობთ, უკეთესია თუ აუცილებელია, არ იყოს ნარკოტიკზე დამოკიდებული

 

„ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია მაქვს – ყველა საჯარო სამსახურში უნდა ჩატარდეს ნარკოლოგიური შემოწმება. ადამიანი, რომელიც იკავებს გარკვეულ თანამდებობას, მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის, ნარკოტიკზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

ადამიანი რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს, მისთვის საპასუხისმგებლო საჯარო სამსახურის ნდობა, მიუღებელია“. – ამბობს ნარკოლოგი „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

რომელი ტესტია უფრო სანდო

 

„ყველაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდი ნარკოტიკი შეიძლება დაიჭირო, ფრჩხილისა და თმის ღერის ანალიზით.

თუმცა თმის ღერი სწორად უნდა იყოს აღებული და გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. არ უნდა იყოს სანტიმეტრზე ნაკლები.

თმის ღერით შესაძლოა, თვეების წინ მოხმარებული ნარკოტიკი აღმოაჩინო, რადგან მცირე, მაგრამ გასაზომი ნარკოტიკი რჩება თმის ღერში. ამიტომ თმის ღერით მოხმარებული ნარკოტიკი თვეების შემდეგაც შეიძლება აღმოვაჩინოთ“. – განაცხადა ნარკოლოგმა.

 

ნარკოტიკის თმაში გადასვლას რამდენი დრო სჭირდება 

 

„გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ არა რამდენიმე დღე.

უბრალოდ სწორად უნდა მოხდეს თმის აღება. თმის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს ტესტირების მოთხოვნებს.

ჩვეულებრივი მეთოდით ტესტირებისას, შარდში  მოხმარებული ნარკოტიკი 3-4 დღეში ვერ აღმოაჩინონ, მაგრამ თმის ღერში შესაძლოა ერთი და ორი თვის შემდეგ აღმოაჩიონ.

თმის ღერი უფრო ძვირად ღირებული ანალიზია, უფრო რთულად განსახორციელებელი, თუმცა ტეტის პასუხის სანდოობა თმის ღერის ანალიზის დროს უფრო მაღალია.

ყველანაირ ნარკოტიკზე კეთდება თმის ღერის ანალიზი“. – ამბობს დავით ვადაჭკორია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები