LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ფილმებს ვუყუროთ გადატვირთული დღის ბოლოს

„ფეხშიშველი ხიდზე“ Barfuß, 2005, ტილ შვაიგერი) – ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლით დაღლილი ნიკი (თავად ფილმის რეჟისორის ტილ შვაიგერის შესრულებით), ფსიქიატრიულ კლინიკაში იწყებს დარაჯად მუშაობს და პირველსავე დღეს ეხვევა გაუგებრობაში, რადგან თვითმკვლელი პაციენტის – ლეილას გადარჩენას ცდილობს.

„მარტივი სირთულეები“ (It’s Complicated, 2009, ნენსი მეიერსი) – ახალი ცხოვრების დაწყებას ასაკოვანი ჯეინი სამზარეულოს გარემონტებით იწყებს და მართალია, სიამოვნებით ებმება რომანში სიმპათიურ არქიტექტორთან, მაგრამ მის ცხოვრებაში მოულოდნელად ბრუნდება ყოფილი მეუღლე, რომლის მიმართ გრძნობები ჯერ არ გამქრალა.

„1+1“ (2012, ილივიე ნაკაში, ერიკ ტოლედანო) – რეალურ ისტორიაზე შექმნილი ფრანგული დრამა, წელსქვევით მოწყვეტილი მდიდარი არისტოკრატის და მისი მომვლელის – ყოფილი კრიმინალის მეგობრობას მიეძღვნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები