LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა მოუწოდა ყველა მორწმუნეს ილოცონ, რომ ამაზონის ტყეში ხანძარი სწრაფად ჩააქრონ

204
pope-francis-afp-250819-1

რომის პაპი ამაზონის ტყეში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ფრანცისკემ მოუწოდა ყველა მორწმუნეს ილოცონ, რომ ამაზონის ტყეში ხანძარი სწრაფად ჩააქრონ.

„ჩვენ, შეშფოთებულები ვართ ხანძრების გამო, რომლებიც ამაზონის ტყეებში მძვინვარებს და ვლოცულობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით ცეცხლი მაქსიმალურად სწრაფად ჩააქრონ. ეს „მწვანე ფილტვები“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი პლანეტისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა მორწმუნეებისადმი ტრადიციული ყოველკვირეული მიმართვისას

ბოლო მონაცემებით, ხანძარმა ამაზონის ტყეში იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში 1,8 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში არმია ჩაერთვება

ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით 44 ათასი სამხედროა მობილიზებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები