LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა პედოფილიაში მხილებული სასულიერო პირები საჯაროდ დაგმო

100

რომის პაპმა ფრანცისკემ ეკლესიის სახელს ამოფარებული აშშ-ის სასულიერო პირების მიერ პედოფილია წერილში დაგმო, რომლითაც მან კათოლიკურ საზოგადოებას მიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

წერილში, რომელითაც პაპმა „ღვთის შვილებს“ მიმართა თქვა, რომ ძალადობრივ ქმედებებს გმობს და ეკლესიაში „სიკვდილის კულტურის“ ამოძირკვას ითხოვს.რომის პაპი საეკლესიო საზოგადოებას მოუწოდებს გაუმკლავდეს სირთულეებს და მომხდარის გამო პატიება ითხოვონ.

გასულ კვირას პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის 300-მდე საეკლესიო პირი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. დოკუმენტი ბოლო 70 წლის მოვლენებს ასახავს. ამ ხნის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

9 აგვისტოს, Willow Creek-ის საეკლესიო პირებმა თანამდებობები მათი ლიდერის სექსუალური სკანდალის გამო დატოვეს.

მანამდე აშშ-ის კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა სექსუალური ძალადობის სკანდალში გაეხვა, რის გამოც რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ თეოდორ მაკარიკის საეკლესიო წოდება ჩამოართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები