LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში, სააკაშვილთან შეხვედრაზე, პოლიცია ემიგრანტების ნაწილს არ უშვებს

154
Um policial em frente ao Fórum Imperial em Roma, na Itália. 23/03/2016  REUTERS/ Stefano Rellandini

რომში, სასტუმროს წინ, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს ხვდება, პოლიციამ ჯაჭვი გააკეთა და შეხვედრაზე ჩასულების ნაწილს, კვლავ არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება.

ისინი სასტუმროს წინ ბანერებით არიან მობილიზებულები და საპროტესტო აქციას მართავენ.

„მისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ამ ადამიანს პერსპექტივა აქვს რომ მომავალში პოლიტიკაში მოვიდეს, მაგრამ მანამდე პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებებზე. ჩვენ არ ვართ მიშას მგალობლები და ამიტომ არ გვიშვებენ,“ – აცხადებენ სასტუმროს წინ შეკრებილები. ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ სხვების მსგავსად რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ.

იტალიური პოლიცია აცხადებს, რომ მათ აქვთ ბრძანება, არავინ შეუშვან ტერიტორიაზე.

რომში, ერთ-ერთ სასტუმროში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს დასწრების საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რომიდან იუწყება.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე დასწრებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის კითხვების დასმას შეძლებდნენ, თუმცა მოგვიანებით განუცხადა, რომ შეხვედრაზე დასწრებას ვეღარ შეძლებდნენ.

ამის მიზეზად გიორგი სიგუა ასახელებს სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც შენობაში შესვლაზე შეზღუდვები დააწესა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სააკაშვილთან შეხვედრაზე მხოლოდ ტელეკამერებს დაუშვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები