LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო უკვე ყველაზე მაგარია: ნახევარსაუკუნოვანი ისტორია დაწერილია

1905

კრიშტიანო რონალდოს სერია ა-ს 14 მატჩში 10 გოლი აქვს. ეს „იუვენტუსის“ საუკეთესო შედეგია 50 წლის განმავლობაში.

„იუვეს“ თავდამსხმელმა „ფიორენტინას“ საგარეო შეხვედრაში პენალტით გაუტანა (3:0).

ჩემპიონატში პორტუგალიელს 10 გოლი დაუგროვდა, რაც „ბებერი ქალბატონის“ მოთამაშისთვის საუკეთესო სტარტია ნახევარი საუკუნის განმავლობაში. გარდა ამისა, რონალდო გახდა მესამე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც ზედიზედ ხუთ მატჩში გაიტანა.

რონალდო „იუვენტუსში“ ზაფხულში 112 მილიონ ევროდ გადავიდა და ოთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბომბარდირთა დავაში რონალდო ლიდერობას იყოფს „ჯენოას“ ახალწვეულ კშიშტოფ პიონტეკთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები