LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთული თვეები გველოდება, ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია – ექიმი თამარ ჟამურაშვილი ეპიდვითარებაზე

102
befunky-collage-3-2020-10-10-09-06-41-340781

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, საქართველოს მოსახლეობას ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს და ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ წინ რთული თვეებია და “ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია”.

კოვიდ-19-ით ინფიცირების 1 612 შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა

 

“შობას გილოცავთ უკლებლივ ყველას, გფარავდეთ მისი მადლი!!!

ახალი წელი დაიწყო და ყველას ახლის იმედი გვაქვს, თუმცა წინ რთული თვეები გველოდება და ჯერ ისევ უნდა გვაფრთხილდეთ. ვიცი, არავის გვინდა ამის მოსმენა, მაგრამ ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია. 17 საწოლიან ინტენსიურში 15 პაციენტი ECMO-ზე გვყავს და 70+ აღარ/ვეღარ გადაგვყავს ECMO-ზე. გერმანია შეზღუდვებს სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ნუ დავაყანებთ ნურც საკუთარს და ნურც ახლობლების ჯანმრთელობას/სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ. ვერ წარმოიდგენთ რამდენად მტკივნეულია თითოეული სმს სიტყვებით: გემუდარებით მიშველეთ, გადამირჩინეთ…

გილოცავთ მშვიდი წელიწადის იმედით!!! ?” – წერს ექიმი.

კორონავირუსისგან 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ჩატარდა 15 492 კვლევა: თბილისში 670 შემთხვევა გამოვლინდა – რა ხდება რეგიონებში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები