LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს მეღვინეებს სჯერათ, რომ ქართულ ღვინოს მარტივად ჩაანაცვლებენ

74
1501489388

რუსი მეღვინეები დარწმუნებულები არიან, რომ ქართულ ღვინოს მარტივად ჩაანაცვლებენ, იმ შემთხვევაში თუ რუსეთში საქართველოდან ღვინის იმპორტი აიკრძალება.

„მზად ვართ, მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც სასმელის კლასიკური ვარიანტები, ასევე ღვინოები განსაკუთრებული თვისებებით და პრემიუმ სეგმენტის“, – ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“-ს რუსული ღვინის კომპანიებისა და პროფილური ასოციაციების წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათივე თქმით, ისინი ადგვილად მოახერხებენ ქართული ღვინის დანაკარგის კომპენსაციას, „ვინაიდან თავადაც მშვენიერ პროდუქტს ქმნიან“. „სხვა საქმეა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ სწორედ ქართული ღვინო. მათთვის პრობლემა იქნება“, – აცხადებს რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტმა ლეონიდ პოპოვიჩი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ”როსპოტრებნადზორმა” ქართული ღვინის ხარისხი კიდევ ერთხელ დაიწუნა და  8 ქართულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები