LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსა მორჩილაძე მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

571

კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს ახალი თანამდებობა აქვს. ის ახლახან მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, მუსიკოსს ამ თანამდებობაზე ბევრი გეგმა აქვს.

რუსა მორჩილაძე:

მაქვს სიახლე – ერთი კვირის წინ დავინიშნე მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ.

გილოცავთ. რა გეგმები გაქვთ?

მაქვს გეგმები, რა თქმა უნდა. ამ პროფესიის წარმომადგენელი ვარ, კარგად ვიცი, რა პრობლემებია და მაქვს დასახული ამ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზებიც. პრაქტიკაში არ მქონია აქამდე ამისი საშუალება, ახლა კი მომეცა, რომ თეორიული ცოდნა გამოვიყენო. რასაკვირველია, ამ ყველაფერს ჩემს კოლეგებთან ერთად გავაკეთებ, ყველა ნამდვილ მუსიკოსთან ერთად და ამ სიტყვას ხაზს გავუსვამ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ნამდვილი მუსიკოსი (იღიმის).

„იმედში“ აღარ მუშაობთ?

პრინციპში, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ შესაძლოა, კონტრაქტით დავრჩე მუსიკალურ პროექტებში. ვნახოთ…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები