LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსა მორჩილაძე სიმღერების ახალ სერიას წერს – „თავად შევასრულებ, სხვისთვის აღარ მემეტება…“

216

რუსა მორჩილაძე 25 მარტს საკუთარ საღამოს „ოტიუმში“ გამართავს. როგორც ყოველთვის, ღონისძიებაში უამრავი ის მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც წლების განმავლოაბში ასრულებენ კომპოზიტორის სიმღერებს. მათ შორის არიან ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, მაკა ზამბახიძე, „ქუჩის ბიჭები“, სოფო ბედია და სხვები.

რუსამ გაგვიმხილა, რომ ამჯერად ახალ პროექტზე მუშაობს, სიმღერების სერიას მალე შესთავაზებს მსმენელს და მათ თავად შეასრულებს.

რუსა მორჩილაძე:

25 მარტს, ჩემს საღამოზე წლების განმავლობაში გაჰიტებული სიმღერები შესრულდება. ახალ პროექტზე ვმუშაობ. გითხრათ? ძალიან მინდა, რომ ამ საღამოსთვის ორი ახალი სიმღერის პრემიერა მოვასწრო. სიმღერების ახალ სერიას ვწერ. აქამდე  თითო-თითო კომპოზიციას ვწერდი, ახლა კი ჩაფიქრებული მაქვს ასე ვთქვათ, ახალი ტალღის შექმნა. ადრე რომ იყო შოუბიზნესში, ყველა ჩემს სიმღერას რომ ასრულებდა… ამის დრო დადგა, თუმცა შემსრულებელი თავად ვიქნები, ზოგს მარტო ვიმღერებ, მაგრამ იქნება კოლაბორაციებიც. არანჟირებები გაკეთებულია.

ამ ასაკში სურვილი გამიჩნდა, რომ თავად შევასრულო საკუთარი სიმღერები, ისე, როგორც დავწერე და როგორც მე მემღერება. ჩემი სიმღერები ყველანაირი მომღერლისთვის აღარ მემეტება (იღიმის).

 

(ვრცლად/ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები