LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები ირჩევენ თბილისს – პოპულარული ავიამიმართულებების TOP-5-ში ვართ

576
73e269e5bd724613925362f1fb88

ის, რომ რუსებისთვის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამოგზაურო მიმართულებაა, ამაზე საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობაც მიუთითებს. ჩვენს ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

მაგალითისთვის, ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ თვეს, ანუ 2019 წლის ივნისში, საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში სწორედ რუსეთიდან განხორციელდა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ამ პერიოდში 152 155 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით, 30.8 პროცენტით მეტია.

ევროპელი ტურისტებიდან საქართველო ყველაზე მეტად ავსტრიელებს და გერმანელებს იზიდავთ

6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა

რუსებს ყველაზე მეტად მოგზაურობა რომ საქართველოში მოსწონთ, ამაზე რუსული გამოცემებიც აქტიურად წერენ. ამჯერად, როგორც interfax.ru იუწყება, თბილისი რუს ტურისტებში ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების  TOP-5-ში მოხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას INTERFAXი Biletix-ის ავიაბილეთების რეზერვაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ურალის ავიახაზები“ მგზავრებს ბათუმის ნაცვლად მაგადანში უშვებს

იხილეთ ფოტოები და შეადარეთ ეს ორი ქალაქი ერთმანეთს

INTERFAX-ის ცნობითვე, 2019 წლის პირველ ნახევარში რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების ხუთეულში თბილისთან ერთად არიან: ერევანი, პრაღა, მინსკი და ბურგასი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოცემული განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ავიამიმოსვლა აუკრძალა. შეზღუდვა ძალაში 8 ივლისიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები