რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია რასია” საკანონმდებლო ორგანოში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის ინიციატივას აყენებს.

ფრაქციის ლიდერი სერგეი ნევეროვი განმარტავს, რომ მიზეზი საქართველოში არსებული “რუსოფობიური განწყობებია”, რომელიც მისი მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

საქართველოს მხრიდან არამეგობრული დამოკიდებულება გრძელდება. ადგილი აქვს ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმებს და აშკარა თავხედობასა და შეურაცხყოფას. ასეთი რამ ადეკვატურ პასუხს საჭიროებს – წერს სერგეი ნევეროვი.

იგი საკითხის დაყენებას სახელმწიფო დუმის საბჭოზე აპირებს.

 

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები