LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებს გამოასახლებენ: თურქულ სასტუმროებს რუსი დამსვენებლების შესახლება აუკრძალეს

13206
thumbs_b_c_aa6d4f6bccb73756b99c5d277689fb1f

უმსხვილესი ტუროპერატორის TUI-ის თურქეთის წარმომადგენლობამ TUI Tantur-მა რესპუბლიკის სასტუმროებს წერილი გაუგზავნა რუსი, ტურისტების დაჯავშნის გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Turizmgazetesi-ზე დაყრდნობით, ქართული სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, TUI-ის თურქული ფილიალი ამას ბალტიისპირეთის ქვეყნების ტუროპერატორების სურვილით ხსნის, რომლებსაც კომპანიასთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული – სასტუმროებში, სადაც მათი კლიენტები განსახლდებიან, არ უნდა იყვნენ დამსვენებლები რუსეთის ფედერაციიდან, არსებული ჯავშნები უნდა გაუქმდეს და სტუმრები რუსეთის ფედერაციიდან გამოასახლონ.

„სასტუმროებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ასეთი რეკომენდაცია ძალაშია 31 მაისამდე. შემდგომი განახლება მოხდება ყოველი თვის 20 რიცხვში“, – წერს „ავინაიუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები