LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს განსაკუთრებული ხასიათი აქვთ – ვლადიმერ პუტინი

putinixajimba

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს განსაკუთრებული, სტრატეგიული და სამოკავშირეო ხასიათი აქვთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ თქვენი ნახვის. მიმდინარე წლის ზაფხულშიც შევხვდით ერთმანეთს. ჩვენს ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, სტრატეგიული, სამოკავშირეო ხასიათი აქვთ,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა საშუალებას იძლევა განხილულ იქნეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

მისივე თქმით, სავაჭრო ბრუნვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის იზრდება.

„ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იზრდება მცირე ტემპებით: გასულ წელს 5% იყო, ხოლო ამ წლის პირველი 9-10 თვის განმავლობაში კი 2%,“- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საჭიროა „აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების დაჩქარება, რასაც დამატერბითი ძალისხმევა სჭირდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები