LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აზიანებს უკრაინაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებს, იპარავს უკრაინულ მარცვლეულს – თეთრი სახლი

35
20220522161818

ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა აღვკვეთოთ იმ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინიდან მოიპარეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აზიანებს უკრაინაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებს, იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და აქტიურად ბლოკავს სურსათის ექსპორტს უკრაინის პორტებიდან, რაც მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს ზრდის.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება მათი დემოკრატიის დაცვის კუთხით. ეს არის პუტინის ომი. ეს არის პუტინის აგრესია სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის პუტინის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები