LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ცალ კარში თამაშობს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ხედავს: ამირან სალუქვაძე

127
image-750x-5fd720a070d5a (2)

“არაფრის მომტანი იყო შეხვედრა, გარდა მშვიდობის გაგრძელებისა, თუმცა მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი“,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა მიეღო წერილობითი გარანტია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.

„ვგულისხმობ, რომ რუსეთს არ მიუღია პირობა. ის ცდილობდა მიეღო წერილობითი გარანტია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.

ერთი მხრივ, რუსები საუბრობენ წერილობით უსაფრთხოების გარანტიაზე, მაგრამ აქვე აყენებენ ნატოს გაფართოების საკითხს. ნატოს დღესვე შეუძლია რუსეთს მისცეს წერილობითი გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ მარტო რუსეთს არ დაესხმება თავს თუ რუსეთი მართლაც უსაფრთხოება აინტერესებს, მაგრამ თუ რუსეთისთვის მთავარი ის არის რომ საკუთარი გავლენის სფეროში შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები და ამ მიზნით სურს მას, რომ არ მოხდეს ამ სახელმწიფოების ხარჯზე ნატოს გაფართოება, ეს სულ სხვა გარემოებაა“-აღნიშნა ანალიტიკოსმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა დაიწყოს უკრაინის საზღვრიდან თავისი ჯარების გაყვანა, ან პირიქით კიდევ უფრო გააძლიეროს იქ თავისი ჯარები, სალუქვაძე პასუხობს, რომ რუსეთი ყოველთვის შეეცდება დაძაბულობის შექმნას.

„რაც შეეხება რუსეთის და უკრაინის საზღვარზე არსებულ დაჯგუფებას, იქ რუსეთი ყოველთვის გააგრძელებს ამ დაძაბულობის შექმნას, რადგან მათი რიტორიკა, დამოკიდებულება მეზობლების მიმართ სამწუხაროდ არ იცვლება.

მათ თავად სურთ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები, თუმცა ვერ გაიხსენებთ ბოლო ათეული წლების განმავლობაში შემთხვევას, როდესაც რუსეთმა თავად გასცა წერილობითი გარანტია და ეს ჩვენს თავზე ბევრჯერ გამოვცადეთ. არათუ წერილობითი გარანტია, გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებები აქვს ჩვენთან დარღვეული. რუსეთი მხოლოდ ცალ კარში თამაშობს და საკუთარ ინტერესებს ხედავს“, – განმარტა ამირან სალუქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები