LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ცდილობს თავისი „wunderwaffe“-ის პოვნას, ეს ყველაფერი აშკარად მიუთითებს შეჭრის სრულ მარცხზე – ზელენსკი

95
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ლაზერული იარაღის სისტემების სავარაუდო გამოყენება მათი შეჭრის სრულ წარუმატებლობაზე მიუთითებს. ინფორმაციას „როიტერი“ აქვეყნებს.

„დღეს რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინაში ლაზერული იარაღის სისტემების გამოყენება დაიწყეს, თითქოსდა რაკეტების გადასარჩენად … ნაცისტური გერმანიის პროპაგანდაში იყო ასეთი ტერმინი “wunderwaffe”- საოცარი იარაღი. რაც უფრო ცხადი ხდებოდა, რომ მათ ომში არანაირი შანსი არ ჰქონდათ, მით მეტი პროპაგანდა იყო გასაოცარი იარაღის შესახებ, რომელიც იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ ომში გარდამტეხი იქნებოდა. და აი, ჩვენ ვხედავთ, რომ სრულმასშტაბიანი ომის მესამე თვეში რუსეთი ცდილობს თავისი „wunderwaffe“-ის პოვნას. თითქოსდა ლაზერი. ეს ყველაფერი აშკარად მიუთითებს შეჭრის სრულ მარცხზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„როიტერსის“ ცნობით, რუსეთმა განაცხადა, რომ ის ახალი თაობის ლაზერულ იარაღს იყენებს დრონების დასაწვავად. ახალი ლაზერული იარაღის სპეციფიკის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ იარაღს, შუა საუკუნეებში მოღვაწე მართლმადიდებელი მეომარი ბერის ალექსანდრე პერესვეტის პატივსაცემად, „პერესვეტი“ უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები