LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოს საქმეებში არ ერევა: მოსკოვი კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურება

99
1576079487-რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურებიან.

რას უპასუხებდა ქართული მხარის განცხადებას, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში პასუხობს, რომ რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არავითარი სახით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

„ჩვენ ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე, რომლებმაც ეს კომენტარი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არანაირი სახით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით“, – განაცხადა რუდენკომ.

კიბერშეტევა საქართველოში რუსეთის გენშტაბმა განახორციელა – აშშ-ს მხარდაჭერას გვიცხადებს (ვიდეო)

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა. უწყების ინფორმაციით, კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების ფუნქციონირების შეფერხებასა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები