LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი თბილისსა და ცხინვალს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს

123
shutterstock-300119723

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგო პოსტის გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში “მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, თავშეკავებისკენ და საკამათო საკითხების კონსტრუქციული განხილვის გაგრძელებისკენ” მოუწოდებს.

ამავე დროს, რუსეთის საგარეო უწყება განვითარებულ მოვლენებში საქართველოს ადანაშაულებს, რადგან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე უარს ამბობს. უწყებაში, ასევე, აცხადებენ, რომ თბილისი თითქოსდა მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე აქციების მოწყობითა და პოლიტიკური კამპანიებით, რომელთაც “დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა”

“ამ პირობებში სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინრული აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ისინი მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი”, — აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციის წარმომადგენელის, ეგორ კოჩიევის განცხადებით, მათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს.

პასუხი ოსური მხარის ულტიმატუმს: „ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება"

ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.

ქართულმა მხარემ ეს პირობა არ შეასრულა. გუშინ კი, სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული მხარე აცხადებს, რომ შსს საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.

“წნელისთან პოლიციის ბლოკ – პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს” – ანატოლი ბიბილოვი

 

პოპულალურები