LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთა 6%-ით შემცირდა

126
In-2018-Dubai-Welcomed-15.92-Million-Tourists

რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთა აგვისტოში შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი გაიზარდა. აგვისტოს თვის სტატისტიკას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 6 %-ითაა შემცირებული საზღვრის კვეთების რაოდენობა, (252 873); გასულ წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საზღვარი აგვისტოში 270 022-ჯერ გადაიკვეთა. ამის პარალელურად გაზრდილია საზღვრის კვეთა აზერბაიჯანიდან 16%-ით(287378), სომხეთიდან 4%-ით(249 706), თურქეთიდან +9%-ით(180 933), ევროკავშირის ქვეყნებიდან +23%-ით(79 044), უკრაინიდან(33240) და ისრაელიდან(30140) 21%- 21%-ით.

აღსანიშნავია, რომ ამავე სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სულ 1 254 554 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც 5,8%-ია მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები