LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის აგრესია უკრაინის ნატოში მიღების შესაძლებლობას არ გამორიცხავს: ჯო ბაიდენი

41
ჯო ბაიდენი

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მაგრამ კიევმა რიგი პირობები უნდა შეასრულოს,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს: ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკის თქმით, მან პრეზიდენტ ბაიდენისგან მიიღო გარანტიები, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ის უკრაინის საკითხს მოლაპარაკებების დროს “სავაჭრო თემად“ არ გამოიყენებს.

მისივე თქმით, წევრობის სამოქმედო გეგმის – MAP-ის მისაღებად, უკრაინა აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს.

„უკრაინამ კორუფციის ლიკვიდაცია ჯერ კიდევ უნდა მოახდინოს. უკრაინის შესაძლო წევრობა დამოკიდებულია ასევე იმ ქვეყნების პოზიციაზე, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შედიან.

ვიცი, რომ მათი დარწმუნებაა საჭირო, ეს კი იოლი არაა. ნატოს წევრი ქვეყნები კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა მან შეძლოს რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა,“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები