LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის განცხადებები და ნაბიჯები პროვოკაციულია – პუტინის გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისი ეხმაურება

87
პუტინ ბერაია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში ახალი წარმომადგენელი მიხაილ პეტრაკოვი  დანიშნა.  სპეციალურ წარმომადგენელს საზღვრების დადგენა დაევალა. რუსეთის მედიის ინფორმაციით, პეტრაკოვი იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

პეტრაკოვს ასევე ევალება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან.

ვლადიმირ პუტინის ახალ გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისი ეხმაურება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, რუსეთის ნაბიჯები და ქმედებები დესტრუქციულად შეაფასა. როგორც ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ამოცანა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა.

„ზოგადად, რუსეთის ნაბიჯები არის პროვოკაციული, როგორც მისი განცხადებები და ქმედებები. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევითა და შემდგომი კონსოლიდაციის გზით. იმისთვის, რომ ოკუპანტმა და აგრესორმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საერთაშორისო სამართლით აღებული და ნაკისრი ვალდებულება. რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ევროპაში, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროატლანტიკის უსაფრთხოებას. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მთავარი მიზნებისა და ამოცანების გარშემო ერთობლივად ვმუშაობთ“, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, 3 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები