LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის გენპროკურორმა მოითხოვა, რომ კრიპტოვალუტა აღიარებულ იქნეს ბოროტმოქმედების საგნად და მისი გამოყენება აიკრძალოს

99
ipiccy_image

„რუსეთის გენპროკურორმა (იგორ კრასნოვი) მოითხოვა, კრიპტოვალუტა აღიარებულ იქნეს ბოროტმოქმედების საგნად და აიკრძალოს მისი გამოყენება. ასე გააგრძელეთ“, – ამის შესახებ კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი აცხადებს. ის საზოგადოებას რუსეთში არსებულ ვითარებას აცნობს და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

გალუმაშვილის ინფორმაციით, რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ახლა „სჩოტნაია პალატას“ (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მსგავსი ორგანიზაცია რუსეთში) ხელმძღვანელი კუდრინი აცხადებს, რომ შემდეგი 2 წელი უმძიმესი იქნება რუსეთისთვის. მისი თქმით, არსებული კრიზისი გაცილებით უარესია, ვიდრე 2009 წელს იყო. კუდრინის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 20 პროცენტზე მეტი იქნება.

„კარგი ამბები რუსეთიდან: შემდეგი 2 წელი უმძიმესი იქნება, აიტი სპეციალისტები გაიქცნენ, ავტომობილები ბელგიის პორტში გაიჭედა, კინოთეატრები იხურება“ – სოსო გალუმაშვილი

„რუსეთში ნავთობის მოპოვება 17 პროცენტით შემცირდება. Reuters-ის ცნობით, წლევანდელი მოპოვება 2003 წლის, ანუ ამ საუკუნის ისტორიულ მინიმუმადე დაეცემა“, – წერს „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები