LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა ანტირუსული პროვოკაციის პასუხი იყო” – ანდრეი რუდენკო

97
BeFunky-collage (67)

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, თბილისში რუსოფობული კამპანიის შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი. მისი თქმით, ავიამიმოსვლაზე აკრძალვის მოხსნას მოსკოვში იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ საქართველოში ვითარება დასტაბილურდება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება.

რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, 2019 წლის ივლისში შემოტანილი აკრძალვა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას ეხებოდა, დროებითი და იძულებითი ღონისძიებაა. რუდენკო აღნიშნავს, რომ მოსკოვი იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით და ეს იყო 2019 წლის ივნისში, თბილისში ჩატარებული ანტირუსული პროვოკაციის პასუხი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 2019 წლის ივლისში დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე აკრძალა.

რაზე ესაუბრა ნინო ბურჯანაძე ლავროვის მოადგილეს – საგარეო უწყების განცხადება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები