LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მტკიცებით, „კიევის რეჟიმი“ აღდგომის ღამეს ეკლესიებს დაბომბავს – გენერალი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას ხელმძღვანელობს, დასავლეთს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ “არაადამიანური პროვოკაცია”

242
Untitled design (35)

კიევი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, გეგმავს პროვოკაციას აღდგომის ღამეს უკრაინის რიგ რეგიონებში მართლმადიდებლური ეკლესიების დაბომბვით – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„სანდო ინფორმაციის თანახმად, კიევის რეჟიმი, რიგი დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში, ამზადებს ამაზრზენ პროვოკაციას”- ამბობს მიზინცევი, გენერალი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას ხელმძღვანელობს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ პროვოკაციებისთვის, “ნაციონალისტური ბატალიონებიდან” 70-ზე მეტი მობილური ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც გადაადგილდებიან ფურგონებითა და მაღალი გამავლობის მანქანებით და აღჭურვილია ნაღმმტყორცნელებით.

„დავალებაა აღდგომის ღამეს (2022 წლის 23 აპრილიდან 24 აპრილამდე) მართლმადიდებლური ტაძრებისა და ეკლესიების დაბომბვა რუს სამხედრო მოსამსახურეებზე შემდგომი გადაბრალების მიზნით და ამ წმინდა დღესასწაულზე მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა” – ამბობს მიზინცევი.

რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს და მიმართავს გაეროს, წითელ ჯვარს, ეუთოს, “კიევის რეჟიმზე” მოახდინონ გავლენა, რათა თავიდან აიცილონ “არაადამიანური პროვოკაცია”.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან რუსი ჯარისკაცების მიერ არაერთი ეკლესია დაიბომდა. გამონაკლისი არც ბზობის დღესასწაული იყო.

ბზობის კვირას ორკებმა სევეროდონეცკის ტაძარი დაბომბეს: სერგეი გაიდაი

რუსეთ- უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები