LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის ოკუპაციის 12 წლის თავზე მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა” – ნატო საქართველოს 

91
BeFunky-collage - 2020-09-21T140543.408

21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა და იდეა იყო ცეცხლის შეწყვეტა – არაძალადობა. საქართველოში ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ, ისევე როგორც სხვა წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ესეც შეცვალა. ამ დღეს ძირითადად სკოლის მოსწავლეები მართავდნენ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

წელს ასფალტზე მტრედებს და მზეს არ დახატავენ. არც სირბილში შეჯიბრი გაიმართება. კონცერტებს ლაივ რეჟიმში ვნახავთ, ქუჩაში გამოსულებს პირბადის მიღმა გავუღიმებთ, თავაზიანობისთვის.

მეტი აქტიურობაა ონლაინ სივრცეში. ყველა მთავარი მოვლენა და მიმდინარე ამბები სოციალურ ქსელში იყრის თავს.

ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ფეისბუქ გვერდზე მისალოცი განცხადება გაავრცელა.

“დღეს მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. „შეწყდეს ცეცხლი და გაძლიერდეს იდეები მშვიდობის შესახებ მთელ მსოფლიოში“ – ეს არის მშვიდობის დღის დაარსების მთავარი გზავნილი და იდეა.

ევროპულ და ევროატალნტიკურ სივრცეში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა იყო ის ფუნდამენტი, რომელსაც როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის შექმნის იდეა ეფუძნებოდა. დღეს ნატო და ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის სიმბოლო და თვალსაჩინო მაგალითებია. ამასთან, ყოველი მომდევნო გაფართოების, ახალი წევრი მიღების შედეგად, იზრდება უსაფრთხოებისა და მშვიდობის არეალი მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში. ქართველი ხალხის მიერ მრავალი წლის წინ გაკეთებული ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანიც სწორედ მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის მოპოვებასა და შენარჩუნებას ემსახურება.

მისწრაფებას საქართველო გახდეს ძლიერი ევროპული დემოკრატია, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რუსეთმა 12 წლის წინ თავდასხმით და ოკუპაციით უპასუხა. დღემდე განსაკუთრებულია ევროკავშირის როლი კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა – ეს ის მექანიზმებია, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის ევროკავშირის ძალისხმევას ამ მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან ერთადერთ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს წარმოადგენს, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია მათ არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას.

დღეს, რუსეთის მიერ ოკუპაციის 12 წლის თავზე აშკარაა, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ მშვიდობას” – წერს ნატოს საინფორმაციო ცენტრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები