LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ომში სიჩუმე პოლიტიკური დანაშაულია – აჭარაში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს

64
rijvadze-1-750x430

აჭარაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე თორნიკე რიჟვაძის განცხადებებს უკრაინაში ომთან დაკავშირებით აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესთან, რის გამოც უნდა დატოვოს დაკავებული პოსტი.

მათივე თქმით, რიჟვაძე ვერ ბედავს, მოიხსენიოს რუსეთი, როგორც ოკუპანტი და აგრესორი. კირთაძისვე თქმით, გარდა ამისა, რიჟვაძე 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიები ქმნიან ეროვნული თანხმობის პეტიციას, რომლითაც, მათი თქმით, გაძლიერდება რიჟვაძის გადაყენების პროცესი.

„აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიწყებთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თუ ემიჯნებიან რიჟვაძის განცხადებას, რომლის ზეწოლითაც მათ ვერ შეძლეს 2 კვირის განმავლობაში დაინიცირებული რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა, ახლა მაინც ჩამოირეცხონ სირცხვილი და მხარი დაგვიჭირონ“, – განაცხადა კირთაძემ.

“ეს ამ დარგის ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ” – რიჟვაძის პასუხი კითხვაზე, ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი

ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს აჭარის მოსახლეობის პოზიციას.

„ფაქტია, ივანიშვილის მიერ დანიშნული ხელისუფალი დღემდე 2008 წლის ომში ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას; უკრაინაში რუსეთის ომში ირჩევს სიჩუმეს და ამით ადანაშაულებს უკრაინას – ეს არის პოლიტიკური დანაშაული, რომელზე პასუხისგება მას მოუწევს გადადგომით და საკუთარი რეპუტაციით“, – განაცხადა კუპრაძემ.

ე.წ. ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვაზე ომის დაწყებაზე, პასუხი იყო შესაბამისი: თორნიკე რიჟვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები