LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქალაქ ყაზანში, სკოლაზე მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილები დაკრძალეს

85
BeFunky-collage (6)

რუსეთის ქალაქ ყაზანში, სკოლაზე მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილები დაკრძალეს. როგორც რუსული მედია წერს, თათრეთში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ცნობით, ყაზანში 175-ე სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს, 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, იყვნენ სკოლის მასწავლებელი, დარაჯი და მოსწავლეები.

დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

175-ე სკოლაზე ცეცხლი, ამავე სკოლის მოსწავლემ, 19 წლის ილნაზ გალიაევმა გახსნა, მოგვიანებით იგი, სპეცრაზმმა დააკავა.

რუსეთის ქალაქ ყაზანში სკოლაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, არიან ბავშვები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები